როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი ბზინვარება ძველ ტაფებსა და ქვაბებს მარტივი ინსტრუქციით

65563

ძვირფასო დიასახლისებო, ალბათ, ყველას გაქვთ ბებიებისგან შემორჩენილი თუჯისა და ალუმინის ქვაბები, ტაფები. თუ გსურთ, დაუბრუნოთ მათ პირვანდელი სახე, თვალი გაახაროთ პრიალა ქვაბების ცქერით, მოამზადეთ უმარტივესი ხსნარი, დაიცავით მოცემული მითითებები და მიიღეთ სასურველი შედეგი.

შემოგთავაზებთ ხელნაკეთი ხსნარის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ქვაბების გაპრიალებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 10 ლ
  • სარეცხის ფხვნილი 1 ჭიქა
  • მზესუმზირის ზეთი ნახევარი ჭიქა
  • მათეთრებელი 1 ჭიქა

ინსტრუქცია:

  1. დიდ ქვაბში ან თასში ჩაასხით წყალი, დაამატეთ ფხვნილი, ზეთი, მათეთრებელი და კარგად მოურიეთ.
  2. წყალი აადუღეთ, ფანჯრები აუცილებლად გამოაღეთ, ჩააწყვეთ ქვაბები, ტაფები და ადუღეთ 10-15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ 30 წუთი.
  3. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სრულიად საკმარისია 30 წუთი, მაგრამ ჭვარტლის სქელი ფენის მოსაშორებლად, უფრო მეტი დროით მოგიწევთ დუღება და ქვაბები ნახარშში დატოვეთ გაგრილებამდე. შემდეგ ამოიღეთ და გახეხეთ ჭურჭლის სახეხი სინით ან ჭვარტლის სქელი ფენა აიღეთ დანის საშუალებით.

მოამზადეთ ხსნარი, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და მარტივად გააპრიალეთ ქვაბები და ტაფები.