ამ მარტივი ინსტრუქციით მარწყვს საყინულეში მთელი წელი ვინახავ, გემო კი ზუსტად ისეთივეა, როგორც სეზონზე

30398

შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ მუდმივად გქონდეთ მარწყვი და მოამზადოთ უგემრიელესი დესერტები.

მარწვი ჩაყარეთ თასში, მოაყარეთ ცოტა, დაახლოებით ნახევარი მუჭა, სოდა, დაასხით წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ თუშფალანგზე და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. გაარჩიეთ და გასაშრობად დააწყვეთ ტილოზე. მშრალი მარწყვი ჩააყარეთ ნახევარლიტრიან პლასტმასის ბოთლებში. მარწყვით სავსე ბოთლებში ჩაყარეთ თითო-თითო ს. კ. შაქარი და დაახურეთ ხუფები. ბოთლები ნაზად შეანჯღრიეთ. შეეცადეთ, შაქარი თანაბრად გადანაწილდეს. ბოთლები შეაწყვეთ საყინულეში.

მარწყვის ტკბილი სიროფის მოსამზადებლად ინგრედიენტები დაგჭირდებათ შემდეგი პროპორციებით:

  • 1,5 კგ მარწყვი
  • 2 ჭიქა (400 მლ) წყალი
  • 170 გრ შაქარი
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

მარწყვი კარგად გარეცხეთ, მოაყარეთ შაქარი და დაასხით წყალი. თასი დადგით საშუალო ცეცხლზე. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და აუღეთ 20 წუთი. შემდეგ დააბლენდერეთ. მიიღებთ ერთგვაროვან მოსქო მასას. დაამატეთ ლიმონის წვენი და ადუღეთ კიდევ 5 წუთი. სიროფი გაგრილდება და გასქელდება. შემდეგ გადაიტანეთ პლასტმასის ბოთლებში, დაახურეთ ხუფები და შედეთ საყინულეში. სიროფით შეგიძლიათ მოამზადოთ გამაგრილებელი სასმელი ან სხვა დესერტები.

გემრიელად მიირთვით! როგორ ინახავთ მარწყვს თქვენ? აუცილებლად მოგვიყევით საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით.