გთავაზობთ უმარტივესი ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც ეფექტურად ამკვრივებს სახისა და კისრის კანს და აფერხებს სიბერის ნიშნების გამოვლენას.
ნიღბები იმის დამტკიცებაა, რომ ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული ბიუჯეტური პროდუქტები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კომერციული კოსმეტოლოგიური საშუალებები.
რეცეპტი N1
კისრის კანის გამამკვრივებელი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალი 1 ჭიქა
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
- სამედიცინო სპირტი 1 ს. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ბამბის ტამპონით წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე. ნარჩენები ჩამოიბანეთ გაშრობის შემდეგ და თითების ბალიშების რბილი დარტყმებით წაისვით მკვებავი საცხი. ნიღაბი გაიკეთეთ ერთი თვის განმავლობაში, კვირაში 3-ჯერ.
რეცეპტი N2
ხაჭოს ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 2 ს. კ.
- სტაფილოს წვენი 2 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
- რძე 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. სახის კანი გაიწმინდეთ და ნიღაბი წაისვით სქელ ფენად. გაიჩერეთ 15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.
რეცეპტი N3 – არაჟნის ნიღაბი
არაჟანი შეესაბამება ყველა ტიპის კანს და საოცრებებს ახდენს კანისთვის.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- არაჟანი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მოხმარების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. წაისვით წინასწარ გაწმენდილ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი.
არაჟნისა და ლიმონის კომბინაციას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი კანისთვის შესაბამისი ცოტა ზეთი და ლავანდის ან ფორთოხლის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი. ნიღაბი ამკვრივებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, აღიავებს ასაკობრივ ლაქებს და ათანაბრებს კანის ტონს.
რეცეპტი N4
თხელ ფენად გააბრტყელეთ საფუვრიანი ცომი. დაწექით, გადაწიეთ კისერი და დაიდეთ ცომის თხელი ფენა. გაიჩერეთ 30 წუთი. მოცემული ნიღაბი ამკვრივებს კანს. საფუვრიანი ცომის ნიღაბი გაიკეთეთ ძილის წინ, კვირაში 4-ჯერ. ჩაიტარეთ ერთთვიანი კურსი.
6 თვის შემდეგ შეგიძლიათ, ერთთვიანი კურსი კვლავ გაიმეოროთ.
რეცეპტი N5
კისრის ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1-2 ცალი კარტოფილისგან მომზადებული პიურე. ოთახის ტემპერატურის პიურეს დაამატეთ 1 ჩ. კ. გლიცერინი, 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. თბილი პიურე გადმოიტანეთ ქსოვილზე, რომელიც კისრის ზომაზე გაქვთ გამოჭრილი. დაწექით, გადაწიეთ კისერი და დაიდეთ საფენი. შემდეგ დაიდეთ ცელოფანი და დაითბუნეთ პირსახოცით. კომპრესი გაიჩერეთ 15-20 წუთი. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.
რეცეპტი N6 – ბანანის ნიღაბი სახის ლიფტინგისთვის
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ნახევარი მწიფე ბანანი
- ნაღები 2 ს. კ.
- E ვიტამინი 1 კაფსულა
მომზადებისა და მოხმარების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.