გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მოამზადებთ უგემრიელეს, ნაზ, მსუბუქ და ჰაეროვან ,,ჩიტის რძეს“. რძიანი და შოკოლადის ფენების კომბინაციით მომზადებული დესერტი საოცრებაა.
მოამზადებთ ძალიან მარტივად თუ დაიცვათ ინგრედიენტების პროპორციებს.
რძიანი ფენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 900 გრ
- ცხიმიანი არაჟანი 450 გრ
- შაქარი 200 გრ
- ვანილი
- ჟელატინი 25 გრ
- წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
1. ნახევარი ჭიქა თბილი წყალი დაასხით ჟელატინს, აურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. რძეს დაამატეთ შაქარი, ვანილი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღებისთანავე დაამატეთ არაჟანი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ ჟელატინი (ჟელეტინის წინასწარ ცეცხლზე დადგმა არ დაგჭირდებათ, ცხელ რძეში გაიხსნება).
2. მზა მასა გაანაწილეთ თქვენთვის სასურველი ფორმის ჭურჭელში, გააგრილეთ და შედეთ მაცივარში. რძიანი ფენა მზად არის.
შოკოლადის ფენის მოსამზადებლად გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი არომატის შოკოლადი.
საჭირო ინგრედიენტები:
- 2 ფილა შოკოლადი 180 გრ
- რძე 10 ს. კ.
- კარაქი 50 გრ
ინსტრუქცია:
1. შოკოლადის ფილები დატეხეთ, დაასხით ცხელი რძე და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.
2. გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან, დაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ.
3. შოკოლადის ფენა რძიან ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ, გააგრილეთ და შედეთ მაცივარში.
მოამზადეთ საოცრად გემრიელი ჩიტის რძე, მიირთვით და ისიამოვნეთ!