რა შემთხვავში უნდა მივიღოთ D ვიტამინი და რა შემთხვევაში უნდა შევიკავოთ თავი

19436

მზის სხივების ზემოქმედებით ჩვენს ორგანიზმში აქტიურად იწარმოება D ვიტამინი. ცივ სეზონში კი, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სააფთიაქო პროდუქტია.

D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის ცვლაში, ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ბალანსის შენარჩუნებას. გარდა ამისა, მოცემული ვიტამინის ძირითადი და უპირველესი დანიშნულება ძვლების მინერალიზაციაა, რაც აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის.

D ვიტამინი ებრძვის ინფექციებს, არეგულირებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. აუცილებელია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების სიჯანსაღისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ ვიტამინები ყოველთვის არ არის სასარგებლო. რამდენადაც ცუდია ორგანიზმში გარკვეული ნივთიერების ნაკლებობა, იმდენად საშიშია ჭარბი რაოდენობით მიღება.

ასევე აქვს D ვიტამინსაც უკუჩვენებები და თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ ჯგუფს მიეკუთვნებით, გაითვალისწინეთ, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე D ვიტამინის მიღება არ შეგიძლიათ.

  • ჰიპერმგრძნობელობა
  • ჰიპერკალციემია (დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლში კალციუმის მაღალი დოზით არსებობა)
  • ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის შემცველობის მომატება)
  • ტუბერკულიოზი

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ზამთარში ვიტამინების დალევა აუცილებელია. სწორედ ამ დროს, მაღალია ჭარბი დოზირების რისკი. გაითვალისწინეთ, რომ ნორმა ყველასთვის განსხვავებულია და არავინაა დაცული გვერდითი ეფექტებისგან.

D ვიტამინის სიჭარბე გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე შემდეგი გზით:  

  • ჰიპერვიტამინოზი იწვევს სისხლში კალციუმის დონის მომატებას.
  • ამ მდგომარეობას ახლავს გაძლიერებული წყურვილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, თავის ტკივილი, ნერვოზი, უმადობა.
  • უარესდება საჭმლის მონელება, რაც შეიძლება გამოვლინდეს როგორც მუცლის ტკივილით, ასევე ყაბზობით.
  • იწყება ან უარესდება თირკმლის პრობლემები.

ასე რომ, ვიტამინები არ არის უვნებეილი და სასრგებლო, როგორც ხილი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათში საკვები ნივთიერებების დოზა 10-ჯერ მეტია, ვიდრე ბუნებრივ წყაროში. მათი არასწორად გამოყენება, შეიძლება ტოქსიკური იყოს ჩვენი სხეულისთვის.

ფრთხილად იყავით და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!