შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული სკრაბის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად წმენდს სახის კანს, ახალისებს და ანიჭებს ჯანსაღ იერს. სასურველ შედეგს მიიღებთ რამდენიმე გამოყენების შემდეგ.
სახის პილინგისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ მანანის ბურღული და ნაღები.
- აიღეთ იმ რაოდენობის მანანის ბურღული და ნაღები (ნაკლებად ცხიმიანი), რომ მიიღოთ სქელი ფაფისებური მასა.
- მომზადებისთანავე, მანანი არ უნდა გაფუვდეს, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ და მსუბუქად ნოტიო კანზე. წმენდას აგრძელებთ რამდენიმე წუთი.
- პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
მოცემული სკრაბით პილინგი განკუთვნილია მშრალი ტიპის კანისთვის. შეგიძლიათ ნაღები ჩაანაცვლოთ ფერმენტირებული რძის სხვა პროდუქტებით: არაჟანი, კეფირი, იოგურტი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილის, ბოსტნეულის ან კენკრის წვენი.