შესაძლებელია, თქვენთვის ეს პრაქტიკა ცოტათი უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ ამ მარტივი სავარჯიშოსათვის დღეში 20 წუთს დანამდვილებით გამონახავთ.
სინამდილეში, ეს მარტივი სავარჯიშო, რომლის შესრულებაც არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული, ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მოდით, დეტალურად განვიხილოთ, თუ რატომ უნდა დავუთმოთ დღეში 20 წუთი ამ მარტივ პოზას.
ფეხების მაღლა აწევა: როგორ და რატომ უნდა შევასრულოთ ეს სავარჯიშო?
უფრო სწორი იქნება, თუ ამ პრაქტიკას თერაპიას ვუწოდებთ და არა ვარჯიშს. ის ძალიან ჰგავს იოგას, რომლის მიზანიც სხეულსა და სულს შორის კავშირის დამყარებაა. გარდა ამისა, ის მოუტანს უდიდეს სარგებელს თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ ზურგის და წელის რაიმე სახის დაზიანება ან ტავმა გაწუხებთ, ამ სავარჯიშოს შესრულება თქვენთვის არ არის რეკომენდებული. თუ მაინც გადაწყვეტთ თერაპიის ჩატარებას, წელის ქვემოთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი პირსახოცი ან ბალიში დაიფინეთ.
თქვენ უბრალოდ უნდა დაწვეთ ზურგზე კედელთან იმდენად ახლოს, რომ ფეხების სწორად, კედლის პარალელურად აწევის შემდეგ დუნდულებით კედელს ეხებოდეთ. ხელები ჩამოუშვით სხეულის სწორად და მაქსიმალურად მოადუნეთ მთელი სხეული. დაფიქსირდით ამ პოზაში 20 წუთით, ისუნთქეთ ღმად და თანაბრად, იყავით მაქსიმალურად დამშვიდებული და მოდუნებული.
თუ ამ მარტივი სავარჯიშოს შესრულებას დააპირებთ, გაამზადეთ რაც შეიძლება მოხერხებული და კომფორტილი ტანსაცმელი, რათა არ იყოთ შებოჭილი და სისხლმა შეუფერხებლად იმოძრაოს.
ჩვენი დღევანდელი თერაპიის 5 მთავარი უპირატესობა:
1. საგრძნობლად შეგიმცირებთ ფეხების შეშუპებას
კიდურების შეშუპება ყოველთვი სისხლის ცუდი მიმოქცევის შედეგი არ არის. ის შეიძლება უკავშირედებოდეს თირკმელების ან გულის მუშაობის დარღვევას, ჭარბ წონას, არასწორ კვებას ან სულაც ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატის მიღებას.
საჭირო ზომების მიღებამდე თქვენ აუცილებლად უნდა გაერკვიოთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებშიც. მკურნალობის რომელ მეთოდზეც არ უნდა შეაჩეროთ არჩევანი, დღეში 20 წუთი ამ სავარჯიშოსათვის დროის დათმობა მოგიტანთ უდიდეს სარგებელს ამ უსიამოვნო პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
თუ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ფეხები გისივდებათ, სახლში მოსულმა უპირველესადამ თერაპიის შესრულებას დაუთმეთ დრო.
2. ამარცხებს დაღლილი ფეხების სინდრომს
ეს დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ ქალბატონებს გვაწუხებს. დღის დასასრულისათვის ფეხების გადაღლილობა და დისკომოფრტის საშინელი შეგრძნება იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. თუ სულ რაღაც 20 წუთს ამ მარტივ სავარჯიშოს დაუთმობთ, მოცემულ უსიამოვნო პრობლემას წარსულში მოიტოვებთ. პირობას გაძლევთ, თქვენ საოცარ შვებას იგრძნობთ.
3. გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას
ფეხების რეგულარუილად თავზე მაღლა აწევით, ჩვენ ვებრძვით სითხის შეკავებას ორგანიზმში, რაც, თავის მხრივ, საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს. მოცემულ სავარჯიშოს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ნაწლავების მუშაობაზეც.
4. დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას
ამ პოზაში ყოფნის დროს, როგორც უკვე გითხარით, უნდა მოდუნდეთ მაქსიმალურად, ისუნთქოთ რაც შეიძლება ღრმად და თანაბრად, რასაც აუცილებლად დადებითი გავლენა ექნება თქვენს ნერვულ სისმეტაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მარტივი სავარჯიშო ბოლომდე მოგიხსნით კუნთების დაძაბულობას.
5. მოიპოვებთ სიმშვიდეს
ნუ დაიზარებთ, შეუდგეთ ამ მარტივი სავარჯიშოს შესრულებას დღეიდანვე. თქვენ დაგჭირებათ მხოლოდ 20 წუთი და მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას. სხეულის ასეთი განლაგების დროს მაქსიმალურად იზრდება თავის ტვინის ოქსიგენაციის, ჟანგბადით გაჯერების პროცესი.
თუ ამ მარტივი სავარჯიშოს ყოველდღიურად შესრულებას ჩვევად აქცევთ, მიიღებთ არაერთ უპირატესობას. საისიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად ძალიან მალევე იხილავთ!
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!