თმა ლამაზი, ძლიერი და მოცულობითი რომ იყოს, გამოიყენეთ გამოცდილი საშინაო რეცეპტები

27049

მემკვიდრეობითობა – ძირითადი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია თმის ტიპი. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჩვენ ვერაფერს გავხდებით, თუ თავად ბუნებამ არ დაგვაჯილდოვა ლამაზი, მოცულობითი და ბზინვარე თმით, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს.

გარემომცველი სამყარო, კვება და მოვლა, რა თქმა უნდა, თამაშობს მნიშვნელოვან როლს, თუ რამდენად ჯანსაღი, ლამაზი და ძლიერი იქნება ჩვენი თმა.

7 ნატურალური პროდუქტი, რომელიც აჩქარებს თმის ზრდას:

1. ალოე ვერა

გაჭერით ალოეს ფოთლები შუაზე და კარგად გამოწურეთ წვენი. თითის ბალიშებით, ნელი წრიული მოძრაობებით გაინაწილეთ ის თმის ფესვებზე და თავის კანზე. დაიტოვეთ სამოქმედოდ 2 საათით ან მთელი ღამით და შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ. ალოეს წვენი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შეაჩერებს თმის ცვენას, გააჯანსაღებს მას და დააჩქარებს ზრდის პროცესს.

2. ვაშლის ძმარი

თმის დაბანის შემდეგ გამოიყენეთ ვაშლის ძმარი თმის კონდეციონერის ნაცვლას. არ ჩამოიბანოთ ის, ზედმეტი სითხე თავად მოგშორდებათ, შემდეგ კი შეიმშრალეთ ფენით.

3. კვერცხის ცილა

ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა. შეიზილეთ ეს მასა მთელ თმაზე, შემოიხვიეთ პოლეთილენის პარკი და დაიფარეთ თბილი ქუდი. დაიტოვეთ სამოქმედოდ 40 წუთით, შემდეგ კი დაიბანეთ თავი შამპუნით.

4. მდოგვის ფხვნილი

გახსენით 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი ამავე რაოდენობით ცხელ წყალში, შემდეგ კი დაამატეთ 1 კვერცხის ცილა, 2 ს.კ. თალგამის ზეთი და 2 ჩ.კ. შაქარი. კარგად გადაურიეთ.

მზა საშუალება წაისვით მთელ თმაზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და დაიტოვეთ სამოქმედოდ 1 საათით. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნით.

5. კონიაკი

შეურიეთ ერთმანეთში მცირე ოდენობით კონიაკი, 1 კვერცხის ცილა და ზეითუნის ზეთი.
მიღებული ნარევი კარგად გაინაწილეთ თავის კანზე და მთელი თმის სიგრძეზე. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 1 საათით და შემდეგ დაიბანეთ თავი.

6. ლიმონი

შეურიეთ ერთმანეთში 1 ლიმონის, ნახევარი ხახვის წვენი, 1 ჩ.კ. თალგამის ზეთი და 1 კვერცხის ცილა. მიღებული ნარევი შეათბეთ ორთქლის ამაზანაზე და წაისვით ის მთელ თმაზე. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ თმა ჩვეულებისამებრ.

7. დარიჩინი

2 ჩ.კ. დარიჩინის ფხვნილი ჩეუიეთ 4 ჩ.კ. ლურჯ თიხაში და დაამატეთ რამდენიმე წვეთი
სასურველი ეთერზეთ. მზა ნარევი წაისვით თმაზე, დაიტოვეთ 30 წუთით და შემდეგ დაიბანეთ თავი.

სასიამოვნო ცვლილებებს უკვე პირველი გამოყენების შემდეგ შენიშნავთ. ამოარჩიეთ სასურველი მეთოდი და დაიწყეთ შესაბამისი პროცედურების ჩატარება კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა დაიჩქაროთ თმის ზრდის პროცესი, გაიჯანსაღოთ ის და მიანიჭოთ საოცარი მოცულობა