რატომ უნდა მივირთვათ თბილი თაფლიანი წყალი ყოველდღიურად?

6515

ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თვისებებით გაჯერებული თაფლი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის შაქრის ბუნებრივი შემცვლელია და შეიცავს უამრავ სასარგებლო ბიოლოგიურ კომპონენტს.

ადგილობრივი გამოყენებისას თაფლს აქვს ძლიერი სამკურნალო თვისებები და შეუძლია დააჩქაროს კანზე  ჭრილობების, დამწვრობებისა და დიაბეტური წყლულების  შეხორცება. ეს თვისებები ძირითადად განპირობებულია თაფლის ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

თაფლიანი თბილი წყალი სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. მართალია, არ არის სასწაულმოქმედი სასმელი, მაგრამ მრავალი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის: წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ხელს უწყობს გახდომას, კანს ანიჭებს სიგლუვესა და მბზინვარებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას. ბუნებრივი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული თაფლი თბილ წყალთან ერთად აუმჯობესებს ძილს, საჭმლის მონელებას, კურნავს ხველასა და ყელის ტკივილს. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებში მძიმე რესპირატორული სიმპტომების შესამცირებლად.

გარდა ამისა:

  • აქვს ანტიმიკრობული მოქმედება
  • ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით თაფლიანი თბილი წყალი იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან.
  • უებარი საშუალებაა ხველის დროს
  • თაფლი ამცირებს ხველას. შეგიძლიათ მისცეთ 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს.
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
  • თაფლი დადებითად მოქმედებს ნაწლავის ბაქტერიებზე და ხელს უწყობს ჯანსაღი და დაბალანსებული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებას.

თაფლი ნაბახუსევის წინააღმდეგ: თაფლი ამცირებს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციას. ნაბახუსევზე მიირთვით თაფლიანი თბილი წყალი ან ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენის, ჩაის კოვზამდე თაფლისა და იოგურტის კომბინაცია.

თაფლიან წყალს შეგიძლიათ დაამატოთ სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, უძლიერესი ანტიოქსიდანტით, რომელიც აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

თაფლიანი თბილი წყლის დალევა შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. სასმლის საღამოს დალევა ხელს უწყობს მშვიდად დაძინებას, განსაკუთრებით გრიპისა და გაციების დროს.

გაითვალისწინეთ, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის თაფლის მიცემა არ შეიძლება.

თაფლი არის ბუნებრივი დამატკბობელი, რომლის მოხმარება უმეტეს შემთხვევაში სრულიად უსაფრთხოა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დამუშავებული შაქრის უკეთესი ალტერნატივაა, თაფლი ზომიერად უნდა მოიხმაროთ, თუ გაქვთ დიაბეტი ან აკნესკენ მიდრეკილი კანი.

დაიმახსოვრეთ, არ არის რეკომენდებული თაფლის გაცხელება და ცხელ წყალში გახსნა.

თუ გსმენიათ ამ სასარგებლო სასმელის დადებითი თვისებების შესახებ? აუიცლებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით! გისურვებთ ჯანმრთელობას!