ფეხების ტკივილი მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ? გამოსავალი მარტივია!

16443

მოუსვენარი ფეხების სინდრომი არის ფეხების მუდმივად  მოძრაობის დაუოკებელი სურვილი. ეს არის არაბუნებრივი, უსიამოვნო შეგრძნება ფეხებში, ძირითადად ტერფებში.  სიმპტომებია: დაჭიმვა, ჩხვლეტა, ტკივილი, ფეთქვისა და დაბუჟების უსიამოვნო შეგრძნება. ისეთი შეგრძნება ახლავს თითქოს ფეხებში ჭიანჭველები დაგდიან. ძირითადად ვლინდება საღამოობით ან ღამღამობით.

მართალია, დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის და არ იწვევს გართულებებს, მაგრამ მთელი ღამე შფოთვამ და უძილობამ შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. უძილობა იწვევს მოთენთილობას, უხასითობას, სისუსტეს, კონცენტრირების უნარის დაქვეითებას. ეს კი ნამდვილად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა დააღწიოთ თავი ამ უსიამოვნო შეგრძნებას. საუკეთესო გამოსავალია სამკურნალო აბაზანები.

თასში ან ვედროში ჩაასხით 2-3 ლ ცხელი წყალი. ჩააგდეთ მასში სარეცხი საპონი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. წყალი უნდა გათეთრდეს, როგორც რძე. შემდეგ საპონი ამოიღეთ და დაამატეთ მუჭა სოდა და იმავე რაოდენობის ზღვის მარილი (ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი). ურევთ მარილის გადნობამდე. შემდეგ დაამატეთ 10 წვეთი იოდი და მომზადებულ ხსნარში ჩაყავით ფეხები. გააჩერეთ 15 წუთი. დროს არ გადააჭარბოთ!

ფეხები შეიმშრალეთ,  წაისვით ზეითუნის ზეთი ან საცხი, ან სამკურნალო მალამო და გაიკეთეთ მასაჟი. შემდეგ ამოიცვით შალის წინდა და დაწექით დასძინებლად. ერთ ჯერზე მომზადებული ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ 3-ჯერ, რა თქმა უნდა, თუ მოგიხერხდებათ ხსნარის გაცხელება.

პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე 10-12 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ და საჭიროების მიხედვით გაიმეორეთ. თუ ვენების პრობლემები გაქვთ სამკურნალო აბაზანები გაიკეთეთ თბილი წყლით.

პირველივე პროცედურის შემდეგ შეძლებთ მშვიდად დაძინებას. კურსის დასრულების შემდეგ კი უსიამოვნო სიმპტომები მოგეხსნებათ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!