ჩემი ძლიერი თმის საწინდარი როზმარინია! გასწავლით, როგორ ვიყენებ უნივერსალურ ნაყენს, რომელმაც თმა 2-ჯერ სქელი გახადა

23613

თუ გსურთ, გაიუმჯობესოთ თმის მდგომარეობა, გქონდეთ ძლიერი, გრძელი, ლამაზი და მბზინვარე თმა, გამოიყენეთ ბუნებრივი სუპერ-ეფექტური საშუალება_როზმარინის წყალი.

თმის ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • როზმარინი (ნედლი) 30 ტოტი
  • წყალი 1,5 ლ
  • პულვერიზატორიანი ბოთლი

მომზადების წესი:

1. როზმარინის ტოტები გარეცხეთ, დაასხით წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 20 წუთი.

2. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

3. გაგრილებული ნახარში გადაწურეთ და გადაიტანეთ სპრეი ბოთლში.

არსებობს როზმარინის წყლის გამოყენების ორი გზა:

1. პირველი, დაიბანეთ, თმა გაიშრეთ ბუნებრივად, სველ თმის ფესვებზე მიისხურეთ როზმარინის წყალი და ხელის წრიული მოძრაობებით შეიზილეთ.

2. მეორე, ძილის წინ მშრალი თმის ფესვებზე მცირე რაოდენობით მიისხურეთ როზმარინის წყალი და ხელის წრიული მოძრაობებით შეიზილეთ.

მაქსიმალური შედეგის მისაღებად შეგიძლიათ ორივე მეთოდის ერთდროულად და რეგულარულად გამოყენება. ძალიან მალე შეამჩნევთ თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას,  გაგიძლიერდებათ თმა, შეგიჩერდებათ ცვენა, გაგეზრდებათ ძალიან სწრაფად.