როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი რულეტი მარტივი ინსტრუქციით, რომელიც გემოთი და სტრუქტურით ძალიან ჰგავს შუს

5032

თუ გიყვართ ეკლერი, შემოთავაზებული რეცეპტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. უგემრიელესი და ძალიან ნაზი კრემით გაჯერებული ეკლერის ცომით მომზადებული რულეტი საოცრაბაა.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 100 მლ
  • რძე 100 მლ
  • შაქარი 1 ს. კ.
  • მარილი მწიკვი
  • კარაქი 80 გრ
  • ფქვილი 6,5 ს. კ. (კარგად სავსე)
  • კვერცხი 3 ცალი

ცომის მომზადების წესი:

1. სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი, რძე, დაამატეთ შაქარი, მარილი, კარაქი და ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე, თან  ურევთ განუწყვეტლივ. არ აადუღოთ, გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელსვე ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.

2. გაგრილებულ ცომს სათითაოდ შეაზილეთ 3 კვერცხი.

3. ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ცომი ხელით გააბრტყელეთ. ალაგ-ალაგ გაუკეთეთ ჩაღრმავებები, რომ  ბისკვიტი უფრო ლამაზი გამოგივიდეთ.

4. ღუმელი გააცხელეთ 200 გარდუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 7 ს. კ.
  • ვანილის შაქარი 10 გრ
  • სიმინდის სახამებელი 30 გრ
  • რძე 400 გრ
  • კარაქი 50 გრ

ინსტრუქცია:

1. სქელძირიან ქვაბში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, სახამებელი და ვანილის შაქარი. ნაწილ-ნაწილ დაასხით რძის მესამედი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი რძე, აურიეთ და ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. გასქელებული მასა ცეცხლიდან გადმოდგით ადუღებისთანავე და შეურიეთ კარაქი.

2. მზა ბისკვიტი გადმოიტანეთ ტილოზე და ცხელივე, ტილოს დახმარებით, რულეტივით გადაახვიეთ. ასე გადახვეული გააჩერეთ გაგრილებამდე. შემდეგ ბისკვიტი ამოაბრუნეთ, დადეთ საცხობ ქაღალდზე და კიდეებიდან, დაახლოებით 1 სმ, დაშორებით წაუსვით გაგრილებული კრემი.

3. ბისკვიტი გადაახვიეთ მჭიდროდ. შემდეგ რულეტი გადაახვიეთ პერგამენტის ქაღალდში და მთელი ღამით შედეთ მაცივარში.

5. მზა რულეტი დაფარეთ შაქრის ფხვნილით. ულამაზესია დაჭრილი, გემო კი საოცრებაა.

მოამზადეთ არომატული კრემით გაჯერებული დესერტი და გემრიელად მიირთვით!