შვრიის ბურღული დიდი რაოდენობით შეიცავს A, B1, B2, B3, B5, E, K_ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ნატრიუმს, რკინას, თუთიას, სპილენძს, მარგანეცს, სელინს. შვრია მდიდარია უჯრედისით, აგრეთვე შეიცავს ბეტა-გლუკანს, ელემენტს, რომელიც ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. სასარგებლო, გემრიელ და ნოყიერ ბურღულეულს ორგანიზმი მარტივად ითვისებს.
შემოგთავაზებთ გემრიელი და სასარგებლო საუზმის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ნაწლავების გაწმენდას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის აღმოფხვრას. გარდა ამისა, მუცლის არეში მოიშორებთ ზედმეტ ცხიმებს, გაიუმჯობესებთ კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შვრიის ფანტელი 5 ს. კ.
- წყალი 6 ს. კ.
- რძე 1 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ნიგოზი ან ნებისმიერი თხილეული 5 ცალი
ინსტრუქცია:
შვრიას დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მიირთვით. შეგიძლიათ ფაფა გაამზადოთ საღამოს. შვრიის ფაფის მირთმევის შემდეგ 3 საათი არ უნდა ჭამოთ. შეგიძლიათ მხოლოდ ყავის, ჩაის, ან წვენის დალევა.
თუ გამოგიყენებიათ ეს საშუალება? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით – ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით!