თუ გსურთ მარტივად მოსამზადებელი დესერტი, გირჩევთ, მოამზადოთ მადისაღმძვრელი და უგემრიელესი ,,ზებრა“.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 500 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- იოგურტი 120 გრ
- კაკაოს ფხვნილი 1 ს. კ.
- ვანილი
- შაქარი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ხაჭო და იოგურტი დააბლენდერეთ. როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი, დაამატეთ კვერცხი, ვანილი და დააბლენდერეთ დაბალ სიჩქარეზე.
- მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეურიეთ კაკაო. თეთრი და შავი მასები მონაცვლეობით ჩაასხით საცხობ ფორმაში.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი. ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ.
მოამზადეთ უმარტივესი ჩიზქეიქი და გემრიელად მიირთვით!