ღრუბელივით ნაზი და ფაფუკი ეს ღვეზელი განსაკუთრებით გემრიელია ჩაისთან ერთად. მზადდება უმარტივესად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით

2672

შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებული უგემრიელესი, ნაზი, ღრუბელივით ფაფუკი და ჰაეროვანი ღვეზელის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 3 ცალი
  • ვანილი
  • მარილი მწიკვი
  • შაქარი 150 გრ
  • ზეთი 120 მლ
  • იოგურტი (დანამატების გარეშე) 150 გრ
  • გამაფხვიერებელი 15 გრ
  • ფქვილი 290 გრ
  • თქვენთვის სასურველი ხილფაფა ან მურაბა

მომზადების წესი:

1. კვერცხი, შაქარი, ვანილი და მარილი ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.

2. შემდეგ შეათქვიფეთ იოგურტი, ზეთი და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცომი გამოდის დასასხმელი.

3. საცხობ ფორმაზე დაასხით მზა ცომის 1/3 და ზემომდან ალაგ-ალაგ მოასხით ხილფაფა.

4. შემდეგ ისევ მოასხით ცომის 1/3 და მსუბუქად აურიეთ ჩანგლით, შემდეგ_ხილფაფა. ხილფაფაზე გაანაწილეთ დარჩენილი ცომი და ჩანგლით მსუბუქად აურიეთ.

5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.

6. ღვეზელი გამოდის ისეთი ფუმფულა და ნაზი, რომ პირში დნება. იდეალურია ჩაისთვის.

გემრიელად მიირთვით!