გასწავლით ძველ ხალხურ მეთოდს, თუ როგორ გავიგლუვოთ ქუსლების კანი, მოვიშოროთ ნახეთქები და ბზარები მინიმალურ დროში

13361

გთავაზობთ ეფექტურ მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ  ქუსლების კანის დარბილებას, კოჟრების, ნახეთქებისა და ბზარების მოშორებას. პროცედურისთვის დაგჭირდებათ უმარტივესი პროდუქტები. პირველ რიგში, ფეხებს ჰყოფთ ცხელ წყალში და შემდეგ ისვამთ ბაზარების საწინააღმდეგო პასტას.

ფეხების დაორთქვლა

თასში ჩაასხით 2-3 ლ ცხელი წყალი, დაამატეთ 1 ს. კ. მარილი.  სასურველია, გამოიყენოთ ზღვის მარილი. აურიეთ და ცოტახანს გააჩერეთ. ამასობაში ამზადებთ პასტას.

ბზარების საწინააღმდეგო პასტა

1. ფიალაში ჩაყარეთ 1 ს. კ. სოდა, დაასხით ლიმონის წვენი 1 ს. კ. და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ კბილის პასტა (გამოიყენეთ ნებისმიერი) 1 ს. კ.

2. ფეხები ჩაყავით ცხელ წყალში და გააჩერეთ 10 წუთი.

3. შემდეგ კარგად შეიმშრალეთ და წაისვით მომზადებული პასტა. გაიჩერეთ 7-10 წუთი.

4. პასტა რომ შეშრება, ფეხები ჩაყავით ისევ მარილიან წყალში და ქუსლები გაიხეხეთ პემზით. შემდეგ გადაივლეთ სუფთა წყალი, გულდასმით შეიმშრალეთ და წაისვით ფეხის საცხი.

პროცედურის შემდეგ ქუსლების კანი დაგირბილდებათ და  გაგიხდებათ გლუვი.