თუ გიყვართ ხაჭოს დესერტები, აუცილებლად მოგეწონებათ კრაკოვური ,,სირნიკი“. ნაზი, არომატული ცომისა და ჰაეროვანი, მსუბუქი შიგთავსის კომბინაციით მიიღებთ წარმოუდგენლად გემრიელ დესერტს.
ხაჭოს ჩიზქეიქის მთავარი საიდუმლო თხელი ცომი და ბევრი შიგთავსია. მართალია, მოსამზადებლად იოლი არ არის, მაგრამ ღირს ცდად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 1 კგ
- კვერცხი 1 ცალი
- 8 კვერცხის ცილა
- 8 კვერცხის გული
- კარაქი 225 გრ
- შაქრის ფხვნილი 380 გრ
- ვანილი
- სახამებელი 3 ს. კ.
- ქიშმიში 100 გრ
- ფქვილი 250 გრ
- მარილი მწიკვი
ცომის მომზადების წესი:
- 125 გრ დარბილებული კარაქი და 125 გრ შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ. დაამატეთ 1 ცალი კვერცხი, ვანილი, ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების პარკი და 1 საათით შედეთ მაცივარში.
- ცომი გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად. დიდი ნაწილი გააბრტყელეთ პერგამენტის ქაღალდზე და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. ფენა რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით და ფორმა ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 12-15 წუთი.
ამზადებთ შიგთავსს:
- ხაჭო გაატარეთ საცერზე ან დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- 200 გრ დარბილებული კარაქი და 200 გრ შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ. შემდეგ სათითაოდ ამატებთ (თქვეფა არ შეწყვიტოთ) კვერცხის გულებს და თითო-თითო სუფრის კოვზ ხაჭოს.
- ცალკე თასში ათქვიფეთ 8 კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი. ამოყვანილ ცილას შეათქვიფეთ დარჩენილი შაქრის ფხვნილი. შემდეგ შეურიეთ სახამებელი და ქიშმიში. ქიშმიში წინასწარ ჩაალბეთ ცხელ წყალში. შემდეგ გადაწურეთ საწურზე, დაწრიტეთ და გააშრეთ.
- ბოლოს ხაჭოიან მასას ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ცილის მასა. ურევთ ნაზად.
- ფორმა გამოიღეთ მაცივრიდან და მზა შიგთვასი თანაბრად გაანაწილეთ ფენაზე.
- ცომის მეორე ნაწილი გააბრტყელეთ თხელ ფენად, დაჭერით გრძივ ზოლებად და შიგთავსზე გამოსახეთ ბადე.
- ფორმა 50 წუთით შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხლებულ ღუმელში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ღუმელი გამორთეთ, კარი ოდნავ გააღეთ და დესერტი კიდევ 1 საათით დატოვეთ ღუმელში.
- შეგიძლიათ გაგრილების შემდეგ მოასხათ გამდნარი შოკოლადი. ძალიან უხდება ლიმონის წვენისა შაქრის ფხვნილის ნარევი.
მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი და ისიამოვნეთ!