მეზობლის თხოვნით პლასტმასის ბოთლებს ვაგროვებდი. გოაცება ვერ დავმალე, როდესაც მისი შედევრები პირველად ვნახე

37758

გაგიზიარებთ საინეტრესო იდეას, რომლის საშუალებით დაამზადებთ ორიგინალურ დეკორაციას და გაალამაზებთ თქვენს ეზოებს, ბაღებსა და აივნებს. საოცარი დეკორაციის შესაქმნელად დაგჭირდებათ მარტივი მასალები და მცირე ძალისხმევა.

საჭირო მასალები:

  • ლიტრანახევრიანი პლასტმასის ბოთლები
  • მყარი დრეკადი მავთული
  • საკაბელო ცალუღები (ხამუთი)
  • სტეპლერი და კავები
  • სპრეი საღებავები
  • კაბელი ან თოკი
  • ნაგვის პარკი
  • მიწა

მომზადების წესი:

1. ბოთლებს მოაშორეთ ეტიკეტი და გადაჭერით ზედა ნაწილში.  უთო გააცხელეთ და ბასრი კიდეები მსუბუქად გაასწორეთ.

2. სამუშაო ზედაპირზე გაშალეთ ქაღალდი. ბოთლები, დაახლოებით 12-13 ცალი, დააწყვეთ წრეზე ისე, როგორც სურათზეა მოცემული და გადააბით სტეპლერით.

3. დრეკადი მავთული დაამრგვალეთ (ზომა უნდა შეესაბამებოდეს ბოთლების ყელისგან შექმნილი წრის ზომას) და ბოლოები დაამაგრეთ წვრილი მავთულით. მომზადებულ რგოლზე საკაბელო ცალუღებით მიამაგრეთ ბოთლები ისე, როგორც სურათზეა მოცემული.

4. მიღებული რგოლის შემდეგი რიგი შეავსეთ ბოთლებით და სტეპლერით დაამაგრეთ პირველი რიგის ბოთლებზე. ისევ მოამზადეთ მავთულისგან შესაბამისი ზომის რგოლი და რგოლზე საკაბელო ცალუღებით დაამაგრეთ ბოთლები.

5. და ასე, მწკრივი მწკრივზე, დააწყვეთ ბოთლები. მთელი სივრცე უნდა შეავსოთ და კონსტრუქციაც დასრულდება.

6. გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. მზა კონსტრუქცია  შეღებეთ თქვენთვის სასურველი ფერის სპრეი საღებავით. შემდეგ გააშრეთ. გაშრობის შემდეგ სასურველია ლაქის წასმა.

7. პირველი მავთულის რგოლზე დამჭერების საშუალებით,  ერთმანეთისგან თანაბარ მანძილზე, დაამაგრეთ 3 თოკი. თოკების ბოლოები შეკარით და გაუკეთეთ კაუჭი. ბოთლებს დაახურეთ ხუფები.

8. ნაგვის პარკი გაჭერით შუაზე. ძირზე რამდენიმე ადგილზე  მაკრატლით გააკეთეთ სადრენაჟო ხვრელები. შემდეგ ნაგვის პარკი ჩააფინეთ მზა კონსტრუქციაში და შეავსეთ მიწით.

9. თქვენი ხელით მომზადებულ ქოთანში ჩარგეთ ყვავილი და  ჩამოკიდეთ აივანზე.

10. უჩვეულო და ლამაზი ქოთნებით გაილამაზეთ ინტერიერი და  ისიამოვნეთ თქვენი ნახელავით.

თუ დაგაინტერესათ შემოთავაზებულმა იდეამ, ნუ გადაყრით პლასტმასის ლიტრანახევრიან ბოთლებს და დაამზადეთ დეკორატიული ქოთნები.