ამ ბურთულებს უნიტაზისთვის პერიოდულად თავად ვამზადებ. იდეალური სისუფთავე და სასიამოვნო არომატი გარანტირებულია

2844

გაგიზიარებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან მარტივად მოამზადებთ უნიტაზის სურნელოვან ბურთულებს. გჭირდებათ მხოლოდ სამი ბიუჯეტური ინგრედიენტი:

  • ჭურჭლის სარეცხი საშუალება (ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი)
  • კბილის პასტა 1 ს. კ. (სავსე)
  • ფხვნილი ხელის რეცხვისთვის 3 ს. კ.

მომზადების წესი:

სარეცხ ფხვნილს შეურიეთ კბილის პასტა და თანდათან  დაამატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. თუ მასა თხელი გამოგივიდათ დაამატეთ სახეცხი ფხვნილი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი წებოვანი და სქელი კონსისტენციის მასა.

მასა წებოვანი იქნება 15-20 წუთი და ამ დროის განმავლობაში უნდა დაამრგვალოთ პატარ-პატარა ბურთებად. მასა გემორჩილებათ და ბურთულები ყალიბდება ძალიან მარტივად.

ბურთულები ჩააწყვეთ პლასტმასის ყუთში. გამოიყენეთ კომერციული ბურთულების ყუთი. ბურთულები გამაგრდება და გამკვრივდება 20 წუთში.

ხელნაკეთი ბურთულები ეფექტურად ასრულებს თავის მოვალეობას. აქვს ქაფი, წმენდს უნიტაზს და აფრქვევს პიტნის  სურნელს.

ნუ გადაიხდით ზედმეტს და თქვენი ხელით მოამზადეთ უნიტაზის სურნელოვანი ბურთულები!