თუ გოგრის თესლს ასე მოამზადებთ და მიიღებთ, ჭიები, პარაზიტები და მათი კვერცხები ბოლომდე განადგურდება

4132

მხოლოდ 5 დღე და პრობლემა უკვალოდ გაქრება !

ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება პარაზიტებისგან, თუმცა მათმა უმრავლესობამ ამის შესახებ არც კი იცის. მათთვის, ვინც არ იცის, პარაზიტები ჩვენს სხეულში სხვადასხვა გზით იჭრებიან, მათ შორის:

  • დაბინძურებული წყლისა და საკვებისგან;
  • ინტიმური კავშირის დროს;
  • ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტისას.

მაგალითად, თუ თქვენ დაბალი იმუნიტეტი გაქვთ, პარაზიტებთან ბრძოლაში გამარჯვების შანსები დაბალია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ნაწლავის პარაზიტის იდენტიფიცირება ძალიან რთულია, რამდენადაც სიმპტომები სხვა დაავადებების სიმპტომებს ემთხვევა.

1. დაბალი იმუნიტეტი
როდესაც პარაზიტები აინფიცირებენ ორგანიზმს, ისინი გართმევენ ვიტამინებს, მინერალებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამდენად, იმუნიტეტი ეცემა, მაშინაც კი, თუ ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, მათ შეუძლიათ ორგანიზმში ვირუსებისა და სოკოს გამოწვევა.

2. ალერგია
როგორც ცნობილია, პარაზიტები ნაწლავის გაღიზიანებასა და ანთებას იწვევენ, რაც შემდგომ გარკვეულ საკვებ პროდუქტზე ალერგიულ რეაქციას იწვევს.

3. მუდმივი დაღლილობა
საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესის შეფერხება, რასაც ორგანიზმში ბინადარი პარაზიტები განაპირობებენ, იწვევს ორგანიზმის ენერგეტიკული დონის დაქვეითებას. სწორედ ამიტომ, ადამიანი მუდმივად გრძნობს დაღლილობას, მაშინაც კი, თუ ის კარგად გამოიძინებს.

4. ყაბზობა
ნაწლავის პარაზიტი ხელს უშლის საჭმლის მონელებას და ნარჩენების მოშორებას, რაც შეკრულობას იწვევს.

5. მეტეორიზმი
გაზების დაგროვება ძალიან ხშირია პარაზიტული ინფექციების დროს. ეს იმიტომ, რომ პარაზიტები საჭმლის მომნელებელ სისტემას ბლოკავენ.

ახლა, როცა უკვე იცით სიმპტომები, დროა გაიგოთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ პარაზიტებს.

გოგრის მარცვლების საიდუმლო

შეიძლება თქვენ არ იცით, მაგრამ საუკუნეების წინ სწორედ გოგრის მარცვლებით მკურნალობდნენ მსგავს დაავადებებს. ეს იმიტომ, რომ გოგრის მარცვლები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც პარაზიტებს ანადგურებს.

ინგრედიენტები:

  • 130 გრამი ნედლი გოგრის თესლი
  • ნახევარი ჭიქა წყალი
  • ნახევარი ჭიქა ახალი ქოქოსის ან ნუშის რძე

მომზადების და მიღების წესი

  1. აურიეთ წყალი და რძე.
  2. ჩაყარეთ გოგრის მარცვლები და კარგად მოურიეთ.
  3. დალიეთ დილით, უზმოზე.
  4. მკურნალობის პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი.
  5. კიდევ ერთი რჩევა – მიირთვით დილით ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, ეს განკურნებაში დაგეხმარებათ.