წერტილი ჩვენს სხეულზე, რომლის სტიმულირებითაც 100-ზე მეტი დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი

1048

ამ პოპულარულ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილს ეწოდება “სან-რი”, რომლის სტიმულირებითაც შესაძლებელია არაერთი სერიოზული დაავადების პროფილაქტიკა და მთელი სხეულის გაჯანსაღება.

იაპონიაში ამ წერტილს მოიხსენიებენ სახელწოდებით “ცზუ-სან-ლი”, რომელსაც სამი მნიშვნელობა აქვს: სამოთხის ჭიშკარი, ღვთაებრივი დღეგრძელობა, ახალგაზრდობისა და სილამაზის წყარო.

როგორ განვსაზღვროთ წერტილის მდებარეობა?

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც 1795 წელს ედოში (ტოკიოს ძველი სახელი) მიქადოს ქვეყნის მმართველს სურდა, რომ მოხუცებულ ხალხს შორის შეხვედროდა ყველაზე უხუცესს. მასთან იაპონიის ერთ-ერთი უხუცესი – გლეხი მამპაა მივიდა, რომელიც 194 წლის იყო. მოხუცს თან ახლდა მისი 173 წლის მეუღლე, 153 წლის ვაჟი, 145 წლის რძალი და 105 წლის შვილიშვილი.

ნახევარი საუკუნის შემდეგ, როდესაც ქალაქს სხვა მმართველი, ანუ მიქადო ჰყავდა, ქალაქ ედოში ახალი ხიდის გახსნაზე ისევ მიიწვიეს ქვეყნის უხუცესები. საპატიო სტუმრებს შორის კვლავ იყო 242 წლის მამპაა თავის ოჯახთან ერთად. როდესაც ოჯახის უფროსს ჰკითხეს, რაში იყო მისი საიდუმლო და რა დაეხმარა მას ამ ასაკის მიღწევაში, უხუცესმა უპასუხა: მე ჩემი წინაპრებისგან ვისწავლე მოწვის მეთოდი (მოკუსო), რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვიყენებ. მე და ჩემი ოჯახი ყოველ მეოთხე დღეს ვიყენებთ ამ მეთოდს სან-რის წერტილზე.

ეს ლეგენდა ნამდვილია თუ არა, არავინ იცის, მაგრამ საუკუნოვანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჩვენს სხეულზე იმ წერტილის რეგულარული სტიმულირება, რომელსაც სან-რი ეწოდება, მართლაც კურნავს ძალიან ბევრ დაავადებას, მათ შორის: მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს, კუჭის სპაზმებს, დისპეფსიას, ყაბზობას, ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზს, თავის ტკივილს, კიდურების დამბლას, ეპილეფსიას, უძილობას, სქესობრივ სისუსტეს და შინაგანი ორგანოებისა და ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებებს.

თანამედროვე კვლევებმა გამოავლინა, თუ რაში მდგომარეობს “სან-რი”ს სამკურნალო ეფექტის საიდუმლოება. აღმოჩნდა, რომ ის დაკავშირებულია ზურგის ტვინის იმ ნაწილებთან, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს, თირკმლებს, თირკმელზედა ჯირკვლებსა და მენჯის ზოგიერთ ორგანოს აკონტროლებს.

იმისათვის, რომ სხეულის ეს უნიკალური წერტილი იპოვოთ, დაიდეთ მარჯვენა  ფეხის მუხლზე მარჯვენა ხელის გული და ოდნავ გადაწიეთ შუა თითი მუხლის კვირისტავის გარე მხარეს. თითი მოხვდება ძვლის ბორცხვის მარცხენა მხარეს. სწორედ ესაა “სან-რი”ს წერტილი. მარცხენა ფეხზე გაიმეორეთ იგივე მარცხენა ხელით.

“სან-რი”ს წერტილების მასაჟი ორივე ფეხზე ერთდროულად უნდა გაიკეთოთ. ამის გაკეთება უმჯობესია საჩვენებელი თითებით, ქვემოდან ზემოთ, მუხლის კვირისტავის მიმართულებით. 10 წამის შემდეგ 5 წამით შეგიძლიათ შეამსუბუქოთ მასაჟი, ხოლო შემდეგ ისევ გააძლიეროთ. მასაჟის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამ მასაჟის გაკეთება რეკომენდებულია დილით, საუზმემდე და საღამოს, ძილის წინ.

სან-რის წერტილზე ზემოქმედება შეგიძლიათ აბზინდის სპეციალური “სიგარეტებით”. ამისათვის სპეციალურად კრეფენ აბზინდას მაის-ივნისში, აცილებენ ფოთლებს და აშრობენ მზეზე. შემდეგ ფქვავენ ყავის საფქვავში, ცრიან და ტენიან სიგარეტის ფილტრებს ან ახვევენ თამბაქოს ქაღალდში. აბზინდა შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში.

მოწვის მეთოდის გამოსაყენებლად არსებობს რამდენიმე გზა. “სან-რის” წერტილზე 2-3 წუთის განმავლობაში გაატარეთ გაღვივებული აბზინდის სიგარეტი ისე, რომ სასიამოვნო სითბოს შეგრძნება გაჩნდეს. სხვა მეთოდის მიხედვით, სიგარა უნდა მიაახლოოთ წერტილთან ვერტიკალურად შემდეგ კი მოაშოროთ ამ წერტილს. ამ დროს თქვენ მონაცვლეობით განიცდით ძლიერ და სუსტ სითბოს. მესამე მეთოდის მიხედვით კი სიგარა 20 წუთის განმავლობაში უნდა მიაახლოოთ “სან-რის” წერტილს ისე, რომ იგრძნოთ სასიამოვნო, დამამშვიდებელი სითბო.

ტონუსისა და დამცავი ძალების ასამაღლებლად, “სან-რის” წერტილის გამღიზიანებლის სახით შეგიძლიათ წიწაკის ან მდოგვის კომპრესების გამოყენება, ასევე, ჩინური ან ვიეტნამური წარმოების ბალზამ “ვარსკვლავის” შეზელა.

გარდა ამისა, მასაჟი “სან-რის” წერტილზე დაგეხმარებათ მეხსიერების აღდგენაში, მოგიხსნით თავის ტკივილს. იგი ძალიან ეფექტურია სტრესის, თავდაჯერებულობის დაქვეითების, სამსახურში უსიამოვნების, უძილობის, ფეხებში სიმძიმის შეგრძნების და კუჭის სპაზმების დროს.