კისრისა და დეკოლტის ზონაზე ნაოჭები საგრძნობლად შემცირდება, თუ ხელმისაწვდომ საშინაო ნიღბებს გამოიყენებთ

256

პირველი ნაოჭების გაჩენა კისრისა და დეკოლტის ზონაზე ნამდვილი კატასტროფა თითოეული ქალბატონისთვის. როგორც წესი, ვიყენებთ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს და მივმართავთ სხვადასხვა პროცედურებს, რათა დავაღწიოთ თავი ამ უსიამოვნო მოვლენას, თუცმა სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვიღებთ.

როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს საშინაო საშუალებებით?

რა თქმა უნდა, მოცემული პრობლემისგან სრულად გათავისუფლება შეუძლებელია, თუმცა ნაოჭების შემცირება ზომაში და მათი გაგლუვება არც თუ ისე რთულია რამდენიმე ნატურალური საშუალების დახმარებით .

კანის სათანადოდ დატენიანებისა და გამოკვების ხარჯზე, სასიამოვნო ცვლილებებს სწრაფადვე იხილავთ.

საშუალება №1 – ლუდის საფუარი

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი იოგურტი
  • 1 ს.კ. დაფქული ლუდის საფუარი
  • 1 ს.კ. ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი (მოიძიეთ აფთიაქებში)

ინსტრუქცია:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე.

წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონაზე, დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ. სასიამოვნო ცვლილებები ხანმოკლე დროში თვალსაჩინო იქნება.

საშუალება №2 – თაფლი და ავოკადო

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ავოკადოს რბილობი
  • 1 ს.კ. ნატურალური თაფლი.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ავოკადოს რბილობი დასრისეთ ჩანგლით და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი.
  2. კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონაზე ნელი წრიული მოძრაობებით (იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით), დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.

საშუალება №3 – ბანანი და ვარდის ეთერზეთი

ინგრედიენტები:

  • 1 ძალიან მწიფე ბანანი
  • 1 ს.კ. ვარდის ეთერზეთი

ინსტრუქცია:

  1. პირველ რიგში, მოამზადეთ ფაფისებრი მასა მწიფე ბანანისგან და შემდეგ ჩაამატეთ ვარდის ეთერზეთი. კარგად გადაურიეთ.
  2. მიღებული მასა წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონაზე თხელ ფენად, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
  3. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

მოცემული 3 საშუალებიდან აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და შეუდქეით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. თითოეული რეცეპტი გამოირჩევა საოცარი ეფექტურობით.

რეგულარული პროცედურების შედეგად სასურველი შედეგი ხანმოკლე დროში იქნება თვალსაჩინო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!