თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცედურაა, რის ხარჯზეც შეძლებთ მეხსიერებისა და განწყობის საგრძნობლად გაუმჯობესებას.
გარდა დადებითი გავლენისა ჩვენს სისხლძარღვთა სისტემაზე, ეს ნატურალური ნაზავები არაჩვეუებრივია მრავალი სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკისთვის: ოსტეოქონდროზი, ათეროსკლეროზი, ქოლესტერინის მოჭარბებული დონე და ა.შ.
როგორ გავიწმინდოთ თავის ტვინის სისხლძარღვები
1-ლი მეთოდი: ნიგოზი და თაფლი
დააქუცმაცეთ დანით ან დაფქვით ბლენდერის გამოყენებით 5 ცალი ნიგოზი, დაუმატეთ მას სუფრის კოვზი ნატურლური, მაღალი ხარისხის თაფლი, ერთი მწიკვი დაფქული დარიჩინი და ჯანჯფილი. მიღებული ნაზავი შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.
მზა ნაზავი გაყავით 3 თანაბარ ულუფად და დაიწყეთ მისი მიღება დილიდანვე. პირველი ულუფა მიირთვით უზმოზე, მეორე ულუფა – სადილობამდე, ხოლო მესამე ულუფა – ვახშმობამდე რამდენიმე წუთით ადრე.
კურსის საერთო ხანგრძლივობა – 1 კვირა. ყოველი დღისთვის უნდა მოამზადოთ ახალი ულუფა წინა საღამოს.
მე-2 მეთოდი: ხახვის წვენი და თაფლი
გამოწურეთ 1 ჩაის ჭიქა (დაახ. 200 მლ) წვენი ხახვისგან და დაუმატეთ ის 1 ჩაის ჭიქა ნატურალურ თაფლს, შემდეგ კარგად მოურიეთ. მიირთვით მზა ნაზავი 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. შეინახეთ სამკურნალო ნაზავი მაცივარში, თავდახურულ მდგომარეობაში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე. ის ეფექტურად გაწმენდს სისხლძარღვებს და გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას.
მე-3 მეთოდი: ნატურალური წვენები
ყოველდღიურად სადილობამდე და ვახშმობამდე 30 წუთით ადრე მიირთვით ბროწეულის, ვაშლისა და სტაფილოს წვენები (შეგიძლიათ კოქტეილების მომზადება მათი შერევითაც). გაითვალისწინეთ, რომ საუბარია არა მაღაზიების დახლებზე შემოთავაზებულ ნატურალურ სასმელებზე, არამედ საკუთარი ხელით მომზადებულ წვენებზე.
მე-4 მეთოდი: სასარგებლო პროდუქტები
ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სისხლძარღვების ბოლომდე გასაწმენდად, რეკომენდებულია დღის დაწყება მანდარინით, პატარ მუჭა ქიშმიშითა და ნიგვზით. ამ სასარგებლო პროდუქტების მირთმევიდან 15-20 წუთის შემდეგ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, რომელშიც დამატებული გაქვთ ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და დაახლოებით ნახევარი ლიმონისაგან გამოწურული წვენი.
თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ და ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ ამ ნაზავებს სწორი ინსტრუქციით მიიღებთ, არა მხოლოდ გაიწმენდთ თავის ტვინის სისხლძარღვებს, არამედ გაიუმჯობესებთ განწყობას, გაიძლიერებთ იმუნიტეტს, გაიხალგაზრდავებთ მთელ ორგანიზმს და მოამარაგებთ მას საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცი თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!