მოამზადეთ გვირილის ყინულის კუბიკები მარტივი ინსტრუქციით. ის დაგიცავთ ნაოჭების გაღრმავებისგან და გააქრობს ლაქებს

0
488

სამწუხაროდ, სიბერეს ვერსად გავექცევით. ადრე თუ გვიან ჩვენს კანზე გაჩენას იწყებს ნაოჭები და ლაქები, ის კარგავს სიმტკიცესა და ელასტიურობას, რაც ნებისმიერი ქალბატონის თვითშეფასებაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

როგორ მოვიქცეთ, რათა შევუნარჩუნოთ კანს ახალგაზრდობა ღრმა სიბერემდე? ჩვენ რეგულარულად უნდა მივიღოთ საჭირო ზომები კანის სათანადოდ გამოსაკვებად და მის დასატენინებლად. მხოლოდ ასე შესაძლებელი ნაოჭების გაჩენისა და კანის კომსეტიკური დეფექტების ფორმირების პროფილაქტიკა.

ახალგაზრდა, ლამაზი და მოვლილი კანის სამი ძირითადი მახასიათებელია: 

  • სიმტკიცე
  • სიგლუვე
  • თანაბარი ტონი

თუ ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ საშუალებას რეგულარულად გამოიყენებთ, თავიდან აირიდებთ ნაოჭების გაჩენას ან უკვე არსებული ნაოჭების გაღრმავებას, შეძლებთ მისთვის სიმტკიცის და სიმკვრივის შენარჩუნებას, ლაქების მოშორებას და კანის ტონის გათანაბრებას. გასაოცრად ჟღერს, არა?

გვირილის ყინულის კუბიკები სახის კანისთვის

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი წყალი
  • გვირილის ჩაის 5 ბალიში
  • 15 ცალი შავი ქლიავის ჩირი
  • 150 გრამი ნედლი ჯანჯაფილი
  • 1 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი

გვირილის ჩაის შეძენას შეძლებთ აფთიაქებში. თუ მას ბალიშების ფორმით ვერ მიაგნებთ, იყიდეთ გამომშრალი და დაფქული ბალახი. ჩვენი დღევანელი რეცეპტისათვის აიღეთ ის დაახლოებით 3 სუფრის კოვზის ოდენობით.

მარტივი ინსტრუქცია:

  1. ერთ ლიტრ მდუღარე წყალში ჩადეთ გვირილის ჩაის 5 ბალიში ან ჩაყარეთ 3 ს.კ. გამომშრალი ბალახი და დაუმატეთ ძალიან წვრილად დაქუცმაცებული შავი ქლიავის ჩირი და ჯანჯაფილი.
  2. ხარშეთ ეს ნარევი დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმვლობაში და შემდეგ გადმოდგით გაზიდან.
  3. მიეცით 30 წუთი გასაგრილებლად.
  4. გაგრილებულ ნარევში დაამატეთ მუსკატის კაკალი, კარგად მოურიეთ და შემდეგ გადაწურეთ ახალ ჭურჭელში რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის გამოყენებით.
  5. გაანაწილეთ ეს სითხე ყინულის კუბიკების ფორმებში და შედეთ საყინულეში.

გამოიყენეთ ეს საშუალება ყოველ დილას და საღამოს, რათა დიდი ხნით შეუნარჩუნოთ ახაგაზრდობა თქვენს კანს. ყინულის ამ კუბიკბით კარგად დაიმუშავეთ კანი მის სრულ გადნობამდე. საღამოს საათებში, როდესაც სახეს კოსმეტიკური საშუალებებისგან ბოლომდე გაიწმენდთ, აუცილებლად ისარგებლეთ ამ საშუალებით.

თუ თქვენი კანი ზედმეტად მგრძნობიარეა და სიცივეზე ის ცუდად რეაგირებს, ყინულის კუბიკი გაახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ ის.

როგორ უკვე გითხარით, ეს კოსმეტიკური საშუალება დაგიცავთ ნაოჭების გაჩენისა და გაღრმავებისგან, გაგითანაბრებთ კანის ტონს და მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცი გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისრუვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here