თვალების გარშემო კანის გაგიმუქდათ და შავი ტომრები გაგიჩნდათ? მარტივი საშუალება ამ პრობლემას აუცილებლად აღმოფხვრის

759

შემოგთავაზებთ სუპერ საშუალების რეცეპტს, რომელიც ბუნებრივი გზით აღიავებს თვალების ქვეშ მუქ წრეებს, ამცირებს ნაოჭებს, ებრძვის პიგმენტაციას, ათანაბრებს კანის ტონს, წმენდს და ატენიანებს კანს, ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას.

ბიუჯეტური ინგრედიენტებით მომზადებული ნიღაბი ბევრად უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებები.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 3-4 წვეთი
  • ხაჭო ან იოგურტი 1 ს. კ.
  • რძე 2 ს. კ.
  • პამიდვრის წვენი (ახალგამოწურული) 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ბროწეულის ქერქის ფხვნილი 1 ჩ. კ.

პირველ რიგში, შემოგთავაზებთ ბროწეულის ქერქის ფხვნილის მომზადების წესს. ბროწეული გამოყენებამდე კარგად გარეცხეთ, ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი მიირთვით, ქერქი კი დააქუცმაცეთ და მზეზე გამოაშრეთ. გამომშრალი ქერქი დაფქვით და ფხვნილი შეინახეთ ჰერმეტულად თავდახურულ კონტეინერში.

მომზადებისა და მოხმარების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ სახე დაიბანეთ ცივი წყლით.

თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, ჩაიტარეთ ტესტი. ნიღბის მცირე მასა წაისვით იდაყვის შიგნითა მხრეს ან მაჯაზე და დააკვერდით რამდენიმე წუთი. თუ მოჰყვა ალერგიული რეაქცია, არ გამოიყენოთ.

სასურველია, ნიღაბი გაიკეთოთ საღამოს. შედეგი გაგაოცებთ!

რა საშუალებას იყენებთ თქვენ თვალების გარშემო კანის მოსავლელად? აუცილებლად მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ!