მე სტაჟიანი ჰიპერტონიკი ვარ. მრავალი მცდელობის მიუხედავად, პრობლემას მხოლოდ უბრალო ჭარხალი გაუმკლავდა

3157

ჭარხალი – სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნატურალური პროდუქტი, რომლის წვენსაც შეუძლია ჰიპერტონიის დამარცხება და ნივთიერებათა ცვლის პროცესების გაუმჯობესება. მეტიც, მოცემული პროდუქტი საოცრად სასარგებლოა თირკმელებში კენჭების არსებობის დროს.

ჭარხლის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიმზე ეჭვგარეშეა. უძველესი დროიდან მოყოლებული ეს პროდუქტი გამოიყენება ხალხური მედიცინი მრავალ რეცეპტში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. ის ძალზედ ეფექტურად წმენდს სისხლს, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას, არეგულირებს ნაწლავების მუშაობას და ამაღლებს ჰემოგლობინს. გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი იაფი პროდუქტი, არა?

გთავაზობთ ჭარხლის კვასის დამზადების რეცეპტს საფუვრის გამოყენების გარეშე, რომელიც საოცრად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ ამ სასმელს რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას, თითოეული შინაგანი ორგანოს ფუნქციონირების გაუმჯობესებას და ჰიპერტონიის დამარცხებას.

ჭარხლის კვასი საფუვრის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 1 ჭარხალი;
  • 2 ლიტრი წყალი;
  • 4 ს.კ. შაქარი;
  • 1 ჭვავის პურის ქერქი.

მომზადება:

1. გაასუფთავეთ ჭარხალი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

2. წვრილად დაჭრილი ჭარხალი მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი და ჭვავის პურის ქერქი.

3. ქილას თავზე შემოახვიეთ მარლა და დატოვეთ 3-4 დღის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული კვასი გადაიტანეთ ბოთლში, მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

მზა კვასი მდიდარია ღირებული მინერალური ნივთიერებებით, მათ შორის რუბიდიუმითა და ცეზიუმით – ორივე ნივთიერება უწყობს ხელს ორგანიზმს ჰიპერტონიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სასმელის შემადგენლობაში შედის C, PP და B ჯგუფის ვიტამინებიც, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. რეკომენდებულია ჭარხლის კვასის მიღება დღეში 2-ჯერ ან სამჯერ რამდენიმე სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ.