ვარიკოზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთი დაავადება, რომელიც ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში სულ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ხანდაზმულებში. ამ დაავადების მქონე ადამიანებს ფეხების შეშუპება გარანტირებული აქვთ. საქმე იმაშია, რომ სისხლძარღვების მცირე დარღვევაც კი მათ დაცობას იწვევს.
ყველაზე ხშირად პრობლემა დაკავშირებულია მუდმივად ან ხანგრძლივი დროით ჯდომასთან. ამ დროს ქვედა კიდურებში ლიმფის და სისხლის ნაკადი იზრდება, რომელიც ვენების და სისხლძარღვების ცუდი მუშაობის გამო ნორმალური მიმოქცევის განხორციელებას ვერ ახერხებს. დღეს გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ შეშუპებას და ვარიკოზს.
როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს
დიდი ხნით მჯდომარე ან მდგომარე პოზაში ყოფნის შემდეგ ფეხების შეშუპება ვარიკოზული ვენების დაავადების ერთ-ერთი ნიშანია. ასევე შეშუპება შეიძლება გულის ან თირკმლის უკმარისობით იყოს გამოწვეული. გირჩევთ ექიმ-ფლებოლოგთან ვიზიტი არ გადადოთ, რადგან მკურნალობის მეთოდის შესარჩევად ავადმყოფობის მიზეზის დადგენა აუცილებელია. მაგალითად, გენეტიკა ან სხვა პრობლემა.
პარადოქსულია, მაგრამ ვარიკოზული ვენების დაავადების მქონე ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში ბევრს მოძრაობენ, შეშუპება ნაკლებად აწუხებთ. მოძრაობის დროს სისხლის მიმოქცევა, არტერიული წნევა იზრდება და სისხლძარღვებში ლიმფის გატარება უფრო ადვილი ხდება.
ვარიკოზის დროს ფეხების შეშუპება ვიზუალური გამოვლენის გარდა, შეიძლება შეიგრძნოთ კიდეც. კიდურების სიმძიმე, ხშირი კრუნჩხვა, ასევე გამძაფრებული ქავილი – შეშუპების ნიშნებია, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება. შეშუპების მოსაშორებლად სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მაგრამ პრობლემის სამუდამოდ მოსაშორებლად ვარიკოზს უნდა უმკურნალოთ. თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებაზე უარი უნდა თქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა წყალში ჩაყრილი იქნება.
როგორ მოვიშოროთ ვარიკოზი და შეშუპება
1. თქვენ შეგიძლიათ სააფთიაქო ვენოტონიკის მედიკამენტები მიიღოთ. მათი მოქმედება ვენების და სისხლძარღვების ტონუსის გაზრდისკენაა მიმართული. ისინი შეშუპების პრობლემებს სამუდამოდ აღმოფხვრის, თუ ვარიკოზული ვენების დაავადება უკვე მიშვებული არაა.
2. ალოეს წვენის, თაფლის და გახეხილი სტაფილოს თანაბარი პროპორციის შერევით ნატურალური მალამო მოამზადეთ. ეს საშუალება გაფართოებულ ვენებს ებრძვის. წაისვით გაციებული მალამო, ასე კანს შესანიშნავად ტონირებული ხდება და შეშუპების გაჩენა შეფერხდება. ხალხური საშუალების გამოყენება დღეში 3-4-ჯერ შეგიძლიათ.
3. სპეციალური შემკუშველი ქვედა საცვალი, ტრიკოტაჟი დაგეხმარებათ, რომ კუნთები ტონუსში შეინარჩუნოთ და ზედმეტი სითხე ქსოვილებში არ დაგროვდეს. ამბობენ, რომ მათი ტარება, განსაკუთრებით ზაფხულში, არაკომფორტულია., თუმცა ცივ სეზონზე აუცილებლად გამოგადგებათ.
ალტერნატიული მეთოდის სახით კიდურებზე შეგიძლიათ ბინტი დაიხვიოთ, თუ დიდხანს მჯდომარე პოზაში ყოფნა გიწევთ. ბინტი ვენებს კიდევ უფრო გაფართოების საშუალებას არ მისცემს, რაც შეშუპებას ამცირებს.
4. ვარიკოზული ვენების მკურნალობის დროს ფუტკრის პროდუქტებზე დამზადებული საშუალებები ძალიან ეფექტურია. მოსადუნებელი, ეთერზეთების აბაზანის მიღების შემდეგ პრობლემურ ადგილებზე თაფლი შეიზილეთ. თუ მისი წებოვანოა გაწუხებთ, შეგიძლიათ კარგი საშუალება მოამზადოთ. ამისთვის ფუტკრის ცვილი, პროპოლისი და ზეითუნის ზეთი პროპორციით 2:1:1 აურიეთ. შედეგი ძალიან გაგახარებთ.
5. და, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობა. თუ სამსახურიდან გასვლის და გასეირნების საშუალება არ გაქვთ, ოფისში რამდენიმე ნაბიჯი მაინც გადადგით, რომ სითხეს ფეხებში დაგროვების საშუალება არ მისცეთ. წყლის სპორტის სახეობები კარგად დაგეხმარებათ. ფეხებზე მალამო „თრომბოციდომი“ წაისვით, რომელიც ნამდვილად ეფექტურ შედეგს იძლევა.
ვარიკოზული ვენების დაავადებას და შეშუპებას მოიშორეთ, თუ მალამოს რეგულარულად გამოიყენებთ და ცოტათი მაინც სპორტით დაკავდებით. და კიდევ, ამ დაავადების დროს შარდმდენი პრეპარატები არასდროს არ დალიოთ. მათი გამოყენება სისხლის შესქელებას გამოიწვევს და ვენურ უკმარისობას უფრო გაამწვავებს. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.