საკმევლის სამკურნალო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. ის უფლისგან ბოძებული ნამდვილი საჩუქარია

19852

საკმევლის სასიამოვნო სურნელი და არომატი ჩვენ სულიერი ტკივილის დამარცხებაში, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნების მოპოვებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ეს სასიამოვნო სურნელი ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს ანადგურებს. რაშია ამ უნიკალური ნივთიერების საიდუმლო და რატომ აქვს მას დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე?

საკმევლის სამკურნალო თვისებები

საკმეველი არის სურნელოვანი ფისი, რომელიც ძირითადად საკმევლის ხის დასერილი ქერქიდან მიიღება. სხვათა შორის, საკმევლის ხე საქართველოშიც გვხვდება – საგარეჯოსა და ვაშლოვანში – ეს სახელწოდებაც, ხალხური გადმოცემით, სწორედ საკმევლის ხეებს უკავშირდება: ვაშლოვანში ყოფილა საკმევლის ხეების ნათელი ტყე. ეს ხე ძალიან ჰგავს ვაშლისას. შორიდან მნახველი საკმევლის ტყეს ვაშლის ბაღად აღიქვამდა, ამიტომაც უწოდეს ამ ადგილს ვაშლოვანი.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს ამ გასაოცარი არომატის გავლენის შესწავლა ადამიანის ორგანიზმზე. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კვლევების შედეგად დადგინდა, რომ საკმეველი ერთ-ერთი უძლიერესი იმუნიმასტიმულირებელი საშუალება იყო.

როგორც უკვე გითხარით, საკმეველი ანადგურებს ჰაერში, წყალში და ჩვენს ორგანიზმში ბინადარ მიკრობებსა და მავნე ბაქტერიებს, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ამ უნიკალური ნივთიერების საოცარი არომატი გვეხმარება დეპრესიისა და სტრესის დამარცხებაში.

საკმევლის უმცირეს ნაწილაკებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში სასუნთქი გზების გავლით ხვდება, ძლიერი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. საკმევლის კვამლი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც გვეხმარება სტრესის, ნერვული აღგზნებადობის, პანიკური შემოტევებისა და უძილობის დამარცხებაში.

საკმევლის არომატი აუმჯობესებს მეხსიერებას, რის შესახებაც შუასაუკუნეებში მოღვაწე სომეხი ექიმი, ამირდოვლად ამაციანი წერდა. დაოსების გადმოცებით, ეს უნიკალური არომატი სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებს.

თუ ეს ინფორმაცია საინტერესოდ და სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს სოციალურ ქსელში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!