მოამზადეთ ეს ტკივილგამაყუჩებელი მალამო საკუთარი ხელით. სახსრებისა და კუნთების ტკივილს მყისიერად ჩაახშობს

40252

ცხოვრებაში ერთხელ მაინც თითქმის ყველა ადამიანი აწყდება ისეთ უსიამოვნო პრობლემას, როგორიც სახსრების ტკივილია. 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.

კომპიუტერის წინ გაუნძრევლად დიდი ხნით ჯდომა, მინიმალური ფიზიკური აქტივობა, წარსულში მიღებული ტრავმები – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებმაც საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება განაპირობოს.

როგორც წესი, ასეთ დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს ვიღებთ. ასე კიდევ უფრო დიდ ზიანს ვაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან მსგავსი აბებისთვის არაერთი გვერდითი მოლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი, თანაც ისინი მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა, უშუალოდ პრობლემის გამომწვევი მიზეზი კი უვნებელი რჩება.

როგორ გავთავისუფლდეთ ტკივილებისგან და დისკომოფრტის უდიდესი შეგრძნებისგან, თუ სამედიცინო პრეპარატებით ჯანმრთელობისა და შინაგანი ორგანოების დაზიანება არ გვსურს? სახსრების ტკივილს სწრაფად და მარტივად გაუმკლავდება მალამო, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ. მის მომზადებას შეძლებთ დამოუკიდებლად სახლის პირობებში.

ჩვენი დღევანდელი რეცეპტის უმთავრესი ინგრედიენტი კაიენის წიწაკაა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის. კაპსაიცინი, რომელსაც ეს პროდუქტი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს, აფართოვებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს მისი ჭარბი რაოდენობით მიდინებას შინაგან ქსოვილებში, აქვს ანთების საწინააღმდეგო ძლიერი ეფექტი და მინიმალურ დროში აყუჩებს ტკივილს.

შინაური ტკივილგამაყუჩებელი მალამო

ინგრედიენტები:

  • ქოქოსის ზეთი – ¼ ჩაის ჭიქა
  • კაკაოს კარაქი – ¼ ჩაის ჭიქა (თუ ამ პროდუქტის მოპოვებას ვერ ახერხებთ, უბრალოდ ჩაანაცვლეთ ის ქოქოსის ზეთის კიდევ ერთი ულუფით)
  • ფუტკრის ცვილი – ¼ ჩაის ჭიქა (აუცილებლად წვრილ სახეხზე გახეხილი, რათა დნობის პროცესი უფრო მარტივად წარიმართოს)
  • კაიენის წიწაკის ფხვნილი – 2 ჩ.კ.
  • კურკუმა – 1 ჩ.კ.
  • ჯანჯაფილი – 1 ჩ.კ.
  • პიტნის ეთერზეთი – 10 წვეთი

ინსტრუქცია: 

  1. პირველ რიგში, გაამზადეთ წყლის აბაზანა.
  2. გაადნეთ მასზე ქოქსის ზეთის, კაკაოს კარაქისა და ფუტკრის ცვილის ნარევი. წარმოქნილ მასაში ჩაამატეთ კაიენის წიწაკა, კურკუმა და ჯანჯაფილი.
  3. რამდენიმე წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ პიტნის ეთერზეთი. კარგად გადაურიეთ.
  4. მიღებული მასა გაიდაიტანეთ მინის ქილაში და მიეცით დრო გასაგრილებლად, შემდეგ ქილას დააფარეთ თავსახური.
  5. ყოველ საღამოს, დაძინების წინ კარგად დაიმუშავეთ მტკივანი სახსრები ამ მალამოთი და ძალიან მალე ტკივილგამაყუჩებელი აბების გახსენება აღარც კი მოგინდებათ.
  6. მალამო აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივარში. ვარგისიანობის ვადა – 8 კვირა.
  7. ამ საშუალების წასმის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.

ეს მალამო ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით არცერთ ძვირადღირებულ სააფთიაქო პრეპარატს არ ჩამოუვარდება. როდესაც მას გამოიყენებთ, ამაში თავად დარწმუნებით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!