მოამზადეთ სამკურნალო ჩაი აკაციის ყვავილებისგან. ის ყველა “ქალურ” დაავადებას შველის

3398

ასწლეულების განმავლობაში ჩვენი ბებიები იყენებდნენ “ქალურ” მცენარეებსა და ბალახებს სილამაზის, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. საკმაოდ ხშირად სამკურნალო ბალახები გაცილებით უკეთეს შედეგეს იძლევა, ვიდრე სააფთიაქო პრეპარატები და მედიკამნტოზური მკურნალობა. თეთრი აკაციის ყვავილები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში და ის წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

თეთრი აკაციის ყვავილები

თეთრი აკაცია (ლათ. Acacia dealbata) – ხისბერბი მცენარე, რომელიც მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს, ყვავილობს მაისი-ივნისის თვეებში. თეთრი აკაციის ჯერ კიდევ გაუფურჩქნავ ყვავილებს აგროვებენ, აშრობენ და იყენებენ სამკურნალო მიზნებისთვის.

ძველად თეთრ აკაციას მიიჩნევდნენ სასიცოცხლო ძალისა და უკვდავების სიმბოლოდ. ითვლებოდა, რომ აკაციის ხე ენერგიის ძალიან დიდი წყარო იყო და მისი ძალა სასარგებლოდ მოქმედებდა აბსოლიტურად ყველა ადამიანზე, განსაკუთრებით კი ქალბატონებზე და მომავალ დედებზე. აკაციის ხეს ხშირად მიმართავდნენ შვილის გაჩენის სურვილით, მას იყენებდნენ შავ მაგიებშიც კი. ძველ ეგვიპტეში ეს მცენარე ითვლებოდა სულიერი ძალების აღდგენისა და მოკრების სიმბოლოდ.

აკაცია გინეკოლოგიაში 

აკაციის ყვავილებს აგროვებენ ტყეებში, პარკებში და აგარაკებზე, რაც შეიძლება მოშორებით ქალაქისგან და მტვრიანი გზებისგან. ყვავილები კარგად უნდა გარეცხოთ, მოაცალოთ ღერეობი და კარგად გამოაშროთ.

თეთრი აკაცია უკუჩვენებითია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ამ სამკურნალო საშუალების გადაჭარბებულმა გადაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება და საერთო სისუსტე.

საკვერცხეების ანთებისა და საშვილოსნოს მიომის დროს 1 ს.კ. ნედლ ან გამომშრალ ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სითხე მიირთვით დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ანთებისა და სასქესო ორგანოდან თეთრი გამონადენის დროს, რომელსაც ქავილის ძლიერი შეგრძნება ახლავს, ივლებენ გაუფურჩქნავი ყვავილების წვენს და პარალელურად იღებენ მას 1 ჩ.კ. ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. რეკომენდებულია აკაციის ყვავილების პირდაპირ ჩაღეჭვაც.

ცისტიტის დროს 1 ს.კ. მშრალ ყვავილებს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი, წამოადუღეთ და ხარშეთ 3 წუთის განმავლობაში. მზა ნაყენი გაფილტრეთ და მიღებული სითხე მიირთვით 2 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.

უშვილობის დროს იღებენ შემდეგ სასმელს: 1 ჩ.კ. გამომშრალ ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აყოვნებენ სრულ გაგრილებამდე და სვამენ ყოველი ჭამის წინ. კურსის ხანგრძლივობა  – 2 თვე, რის შემდეგაც აუცილებელია შესვენების გაკეთება.

აკაციის სიროფი

თუ ამ რეცეპტით აკაციის სიროფს მოამზადებთ, მიიღებთ ვიტამინებით გაჯერებულ საშუალებას, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ზამთრის ცივ სეზონზე აკაციის სიროფი არაჩვეულებრივად გვიცავს ვირუსებისგან და ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. მას ხშირად ამატებენ ჯემებში, გაზირებულ მინერალურ წყლებში და სხვადასხვა ბალახეულის ჩაიში.

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი წყალი
  • 1 კგ შაქარი
  • 1 ლიმონი
  • 250 გრამი აკაციის ყვავილები

ინსტრუქცია: 

  1. მოგლიჯეთ ყვავილები ღეროებიდან და მოათავსეთ სტერილურ ქილაში.
  2. მოხარშეთ სიროფი წყლისგან და შაქრისგან, მიეცით დრო გასაგრილებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით ყვავილებს.
  3. ლიმონი დაჭერით თხელ რგოლებად და ჩაამატეთ ქილაში, დააფარეთ თავსახური. დააყოვნეთ ეს საშუალება 3 დღე-ღამის განმავლობაში. ყოველდღიურად აუცილებლად კარგად გადაურიეთ შიგთავსს.
  4. 3 დღის შემდეგ გადაწურეთ ნარევი და მზა სითხე გადაიტანეთ ახალ ჭურჭელში, შეინახეთ მაცივარში. აკაციის ყვავილებისგან ხელებით ბოლომდე უნდა გამოწუროთ სითხე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!