ექიმი: “თვითგანკურნების ეს ოქროს წესები ნებისმიერ პრეპარატზე უკეთ მუშობს!”

954

ადამიანის ორგანიზმი მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი მექანიზმია. ხანდახან ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, თუ რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს სხეულსა და ორგანიზმს.

იცოდით, რომ ჩვენს სიტყვას, ფიქრებსა და აზრებს სამკურნალო ენერგია გააჩნია? პირველ რიგში თუ სულიერად არ განიკურნავთ თავს, ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა უსაფუძვლო და უშედეგო იქნება. იმისათვის, რომ ჩართოთ ორგანიზმის თვითგანკურნების მექანიზმი, აუცილებლად უნდა აიმაღლოთ შინაგანი სასიცოცხლო ენერგია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ნებისმიერი პრობლემის დამარცხებას და მთელი სხეულის გაჯანსაღებას!

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გიზიარებთ მარტივ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ კარგი ჯანმრთელობის, სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერების მოპოვებაში. ცადეთ ამ რეკომენდაციების შესრულება იმის მიუხედავად, გაწუხებთ თუ არა რაიმე პრობლემა, რათა ხანმოკლე დროში თავად დარწმუნდეთ, თუ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებსა და სიტყვას. ძალიან მალე ცხოვრებას სრულიად ახალი თვალებით შეხედავთ და ყველაფერს ახალ ფერებში დაინახავთ. განკურნეთ საკუთარი სხეული თავად!

აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები

1. მიირთვით 0,5 ლიტრი სუფთა გაფილტრული წყალი დღეში 3-ჯერ. პროცედურის დროს რამდენჯერმე გაუმეორეთ საკუთარ თავს: “მე ჯანმრთელი ვარ, არაფერი მაწუხებს!”

2. გამონახეთ დრო მასაჟისთვის. არ არის აუცილებელი, იაროთ სპეციალისტთან, მასაჟის გაკეთებას სხეულის გარკვეულ უბნებზე მარტივად შეძლებთ დამოუკიდებლადაც. სულ რაღაც 10-15 წუთიანი თვითმასაჟი თქვენს სხეულის სასიცოცხლო ენერგიით შეავსებს. განსაკუთრებული ყურადღება მასაჟის დროს დაუთმეთ თავს, კისერს, მკერდსა და ფეხის გულებს.

3. ისწავლეთ საღამოს 10 საათზე დაძინება და მზის ამოსვლისთანავე გაღვიძება. როდესაც დასაძინებლად დაწვებით, გაუმეორეთ საკუთარ თავს: “ამ წამს მივეშურები ისეთ ადგილას, სადაც განკურნებაში დამეხმარებიან”. თუ დრო გექნებათ, გამოიძინეთ შუადღესაც, თუმცა არა უმეტეს 1 საათით.

4. მაქციეთ ყურადღება საკუთარ სუნთქვას. ის უნდა იყოს მაქსიმალურად თანაბარი და თავისუფალი, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.

5. რაც შეიძლება ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს, რომ ხართ 100%-ით ჯანმრთელი, თქვენი ორგანიზმი სავსეა სასიცოცხლო ენერგიით, გული, თავი და თირკმელები დღითიდღე ჯანსაღდება, არ გაწუხებთ არაფერი და არც არასდროს შეგაწუხებთ!

6. მაქსიმალურად შეეცადეთ, ამოიგდოთ უსიამოვნო ფიქრები სხვადასხვა დაავადებების შესახებ საკუთარი თავიდან. არ იფიქროთ და არასდროს ილაპარაკოთ საკუთარ დაავადებებზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

7. გაატარეთ რაც შეიძლება დიდი დრო ბუნებაში, დატკბით სიმშვიდით, ლამაზი ღრუბლების ცქერით და ა.შ. კარგი განწყობა და სუფთა ჰაერი – ძლიერი ჯანმრთელობის საწინდარი.

8. დილით აუცილებლად მოუსმინეთ ისეთ მუსიკას, რომელიც თქვენთვის დადებით ენერგეტიკასთან ასოცირდება, ხოლო საღამოს საათებში შეაჩერეთ არჩევანი იმ მელოდიაზე, რომელიც თქვენს სხეულსა და გონებას მაქსიმალურად ადუნებს და ამშვიდებს. არ დაგავიწყდეთ მეგობრებთან ერთად ცეკვა და გართობა, თუ კარგი ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ!

9. იკვებეთ ხშირად (დღეში 5-ჯერ ან 6-ჯერ), თუმცა აუცილებლად პატარა ულუფებით. დილის საათებში შეაჩერეთ არჩევანი ფაფებზე და სალათებზე. აუცილებლად თქვით უარი სისხლძარღვების შემკუშავ სასმელებზე: ჩაი, ყავა და ალკოჰოლი.

10. პერიოდულად მიიღეთ ცივი შხაპი. პირდაპირ ცივ წყალს ნუ შეეყუდებით, ნელ-ნელა მიაჩვიეთ სხეული. პროცედურის პარალელურად თავში აუცილებლად დადებითი აზრები და ფიქრები უნდა გიტრიალებდეთ.

11. დაკავდით სპორტით! არ არის აუცილებელი სპორტდარბაზში სიარული, სახლში სხეულის გახურება სავსებით საკმარისი იქნება. გააკეთეთ ჩაჯდომები, ირბინეთ ადგილზე, შეასრულეთ მიწიდან აზიდვები, ივარჯიშეთ პატარა ჰანტელებით და ა.შ. მთავარია, გამოიდინოთ ოფლი და კარგად გაახუროთ მთელი სხეული.

12. კვირაში ერთი დღე აუცილებლად იშიმშილეთ! დიახ, არ მოგესმათ. ასე თქვენ შეძლებთ მთელი ორგანიზმის და პრაქტიკულად ყველა სისტემის გაჯანსაღებას, იმუნიტეტის გაძლიერებას და სხეულის გაწმენდას.

13. რაც შეიძლება ხშირად ისაუბრეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად სიმშვიდეში, საისიამოვნო თემებზე. ეს არაჩვეულებრივი გზაა პოზიტიური ენერგიის გასაცვლელად, რაც სასარგებლოა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი თანამოსაუბრისთვისაც.

14. აუცილებლად მაქსიმალურად აარიდეთ თავი იმ წყაროებს, საიდანაც უარყოფით ინფორმაციას იღებთ. თუ თვითგანკურნება გსურთ, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, უყურეთ კომედიებს, წაიკითხეთ სასიამოვნო წიგნები და უსმინეთ საყვარელ სიმღერას.

15. ძალიან ძლიერი სავაჯიშო! მცირედით ჩაისუნთქეთ, თითებით კი დაიხშეთ პირი და ცხვირი და თქვენ თავს უთხარით: “მე მსურს სიცოცხლე!” ამოუსინთქეთ ღრმად და კვლავ გაიმეორეთ რამდენჯერმე. ასეთი პრაქტიგა მიაწოდებს თქვენს სხეულს სიგნალს, რომ გსურთ დიდხანს და ჯანსაღად ცხოვრება. გასაოცარია, თუმცა ზოგიერთი დაავადება ვითარდება სწორედ ქვეცნობიერულად საკუთარი სიცოცხლის არასათანადოდ დაფასების შედეგად.

16. დაუთმეთ დღეში სულ რაღაც 5 წუთი სასიამოვნო ფიქრებს. მოკალათდით კომფორტულად და სუფთა, წმინდა გულით იფიქრეთ: “დაე ყველა იყოს ჯანმრთელი, ყველამ კარგად იგრძნოს თავი!”

17. როდესაც მომავალზე ფიქრს დაიწყებთ, ყოველთვის პოზიტიურად განეწყვეთ. საკუთარი თავი მომავალში მხოლოდ კარგი კუთხით უნდა დაინახოთ. მაგალითად, თქვენს გონებაში წარმოიდგინეთ, რომ 1 კვირის შემდეგ თქვენთვის ნაცნობ ადგილას საყვარელ ადამიანებთან ერთად დროს სასიამოვნოდ და მხიარულად გაატარებთ. ასე მოამარაგებთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით და გააჯანსაღებთ მას.

18. ეს პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია! მიმართეთ დახმარებისთვის ღმერთს. ილოცეთ, იარეთ დაძარში და შესთხოვეთ უფალს განკურნება.

თუ საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებას უკეთესობისკენ შეცვლით, სულიერ სიმშვიდეს და ფიზიკურ ჯანმრთელობას გარანტირებულად მოიპოვებთ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!