გასწავლით, როგორ გაიწმინდოთ სისხლძარღვები ქოლესტერინის საცობებისგან, გაიძლიეროთ გული და დაამარცხოთ ჰიპერტონია სახლის პირობებში

21725

ჩვენს დროში გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებისგან თითქმის ყოველი მეორე ადამიანი იტანჯება. თუ გულის დაავადებები ადრე მხოლოდ ხანდაზმულებში იყო გავრცელებული, დღეს ეს პრობლემები საკმაოდ ხშირია ახალგაზრდებშიც, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.

არასწორი კვება, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო, სტრესი და მავნე ჩვევები – 3 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ჩვენი სისხლძარღვებისა და არტერიების დაბინძურებას განაპირობებს, რაც უარყოფითად ისახება არა მხოლოდ გულის კუნთზე, არამედ მთელი ორგანიზმის მუშაობაზე.

როგორც წესი, სისხლძარღვების დაბინძურებას თან ახლავს ჰიპერტონია. სისხლის მომატებული წნევა – ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც შეიძლება იქცეს სხვადასხვა სერიოზული დაავადებების განვითარების საფუძვლად.

სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დღეს მინდა, მოგიყვეთ ერთი ძალიან ეფექტური სასმელის შესახებ, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან და ქოლესტერინის საცობებისგან. ამ საშუალებას პირადად უკვე არაერთი წელია ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ!

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა ნებისმიერ დროს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გვეჩვენებოდეს ესა თუ ის ხალხური საშუალება. სწორედ ამიტომ, ამ და მსგავსი რეცეპტების გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან. ის თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ზუსტად გეტყვით, შეიძლება თუ არა თქვენთვის მოცემული საშუალების მიღება.

როგორ გავიძლიეროთ გული და გავიწმინდოთ სისხლძარღვები სახლის პირობებში

დაგჭირდებათ: 

  • 4 ლიმონი
  • ჯანჯაფილის ფესვი (დაახ. 4 სმ სიგრძის)
  • 3 თავი ნიორი
  • 2 ლიტრი წყალი

მოზმადებისა და გამოყენების წესი:

  • პირველ რიგში, ლიმონი დაჭერით პატარა კუბიკებად თავის კანიანად და მოათავსეთ ბლენდერში.
  • დაუმატეთ გასუფთავებული ჯანჯაფილი და ნიორი.
  • ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • მზა ფაფისებრი მასა დაამატეთ ადუღებულ წყალში და ხარშეთ ნარევი 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, გადაწურეთ და მიღებული სითხე გაანაწილეთ მინის ქილებში.

დაიწყეთ ამ საშუალების მიღება უკვე მეორე დილას. მიირთვით ის 1 ჭიქის ოდენობით საუზმობამდე 15 წუთით ადრე. ამ საშუალების ყოველდღიური მიღებიდან უკვე მე-3 დღეს თქვენ საოცარ ცვლილებებს იგრძნობთ!

როდესაც ნაყენი ამოგეწურებათ, გააკეთეთ რამდენიმე დღიანი შესვენება და შემდეგ კვლავ გაიმეორეთ კურსი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ ჩვენიდ დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!