როგორ გავამზადოთ ქუსლები ფეხსაცმლის ღია სეზონისათვის სულ რაღაც 15 წუთში

28315

ზამთრის უხეში ფეხსაცმლის ტარების შემდეგ ჩვენი ქუსლები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ღია ფეხსაცმლის სეზონისათვის ქუსლების კანი იდეალურად გლუვი და საოცრად ნაზი რომ იყოს, საკმარისია, მიმართოთ დახმარებისათვის რამდენიმე ძალიან მარტივ საშინაო პროცედურას.

კოჟრები, ბზარები, გარქოვანებული, გაუხეშებული კანი – ყველა ამ პრობლემას წარსულში მოიტოვებთ, თუ ჩვენს დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი საშუალებებიდან დახმარებისათვის ერთ-ერთს მაინც მიმართავთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება!

როგორ მოვუაროთ ფეხებს სახლის პირობებში

სოდისა და ზღვის მარილის აბაზანა

ფეხების კანი რომ დაირბილოთ, აავსეთ ტაშტი თბილი წყლით, ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა, კარგად გადაურიეთ. მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები სულ რაღაც 10 წუთით. თუ ამ მარტივ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, ძალიან მალე კოჟრებისა და ბზარებისგან კვალიც კი არ დარჩება.

სოდისა და საპნის აბაზანა

3 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 2 სუფრის კოვზი გახეხილი სარეცხი საპონი. მზა აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.

სოდისა და ზეთების აბაზანა

თუ კანის მაქსიმალურად დარბილება და დატენიანება გსურთ, ეს მარტივი პროცედურა აუცილებლად დაგეხმარებათ! 3 ლიტრ თბილ წყალში დაამატეთ 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და რამდენიმე წვეთი იმ ეთერზეთების ნარევი, რომლებიც სახლში მოგეპოვებათ (ზეითუნის, ლიმონის, ფორთოხლის, ლავანდისა და ნუშის ზეთი). მზა აბაზანაში მოათავსეთ ფეხები სულ რაღაც 10 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.

სოდისა და რძის აბაზანა

იმისათვის, რომ თქვენი ქუსლები გახდეს იდეალურად გლუვი, მოიშოროთ კოჟრები და ბზარები, დაამატეთ 1 ლიტრ თბილ წყალში 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10 წუთით.

სოდისა და წყალბადის ზეჟანგის აბაზანა

ბზარებისგან კვალიც რომ არ დარჩეს, მოამზადეთ შემდეგი აბაზანა: თბილ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 2 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი. მოათავსეთ ფეხები ამ ხსნარში 15 წუთით.

სოდისა და იოდის ზეჟანგის აბაზანა

კანის ნებისმიერი დაზიანება წარსულში რომ მოიტოვოთ, 2 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა, 2 სუფრის კოვზი იოდი და მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10 წუთით. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღებამდე.

საჭმელი სოდისა და თიხის აბაზანა

ეს მართლაც რომ იდეალური საშუალებაა კანის სიმშრალის წარსულში მოსატოვებლად და კოჟრების ბოლომდე გასაქრობად. გახსენით 2 ლიტრ თბილ წყალში 4 სუფრის კოვზი თეთრი თიხა და 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა. მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 10-15 წუთით.

სტატიაში წარმოდგენილი ყველა საშუალება ძალიან ეფექტურია ქუსლების კანის მოსავლელად, რაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!