სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტის და იმუნიტეტის დაქვეითების არ შეგეშინდეთ. ეს მარტივი საშუალება ყველა ამ დარღვევას აღმოფხვრის

30923

თუ სწრაფად იღლებით, გიჭირთ კონცენტრირება, მუდმივად გცივათ_ შეიძლება ეს ანემიის სიმპტომები იყოს. როდესაც სხეულის უჯრედები არ იღებენ საკმარის ჟანგბადს, ვითარდება ანემია. ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა რკინის დეფიციტი. რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის წაერმოებისთვის. ჰემოგლობინი ატარებს ჟანგბადს სისხლში და მისმა ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობაზე.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც  არეგულირებს სისხლში რკინის დონეს, აგარიდებთ ანემიას, წმენდს სისხლს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის მუდმივ დაღლილობას, აღგავსებთ ენერგიით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 400 გრ
  • გამხმარი ჭინჭარი 50 გრ
  • ლიმონი 2 ცალი
  • ნუში (გატარებული) 100 გრ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. გამხმარი ჭინჭარი წმინდად დაფშვენით.
  2. ნედლი და უმარილო ნუში გაატარეთ, დაამატეთ 2 ცალი ლიმონის წვენი, თაფლი, ჭინჭარი და აურიეთ. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ ხუფი და შეინახეთ მაცივარში.
  3. მიიღეთ თითო-თითო ს. კ. დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. სასურველ შედეგს გამოყენებიდან მინიმუმ ერთ თვეში მიიღებთ.

თუ გამოგიცდიათ ეს საშუალება საკუთარ თავზე? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!