ძლიერმოქმედი ბალახი, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას. სასარგებლოა გულისთვის და სახსრებისთვისაც

4821

როზმარინი – მცენარე, რომლის შესახებაც კაცობრიობას ცნობები უძველესი დროიდან მოყოლებული მოეპოვება. ძველ რომში როზმარინს სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და მას ქორწინების ცერემონიებში ხშირად გამოიყენებდნენ, შუასაუკუნეებში კი მან ერთგულების სიმბოლოს სახე შეიძინა. მეტიც, მიიჩნეოდა, რომ ეს საოცრად სასარგებლო მცენარე ადამიანებს შავი ჭირისგან იცავდა.

თანამედროვე მედიცინაში როზმარინი გამოიყენება მსუბუქრი ტკივილგამაყუჩებლის სახით შაკიკის დროს. გარდა ამისა, ამ მცენარეს შეუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება, სტრესისა და ნერვული დაძაბულობის მოხსნა, მხედველობის გაუმჯობესება და ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესის სტიმულირება.

ჩვენი რედაქცია დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ ამ საოცრად სასარგებლო მცენარის კიდევ ერთ გასაოცარ თვისებას.

როზმარინი მეხსიერების გასაუმჯობესებლად

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მრავალი სამეცნიერო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაირკვა, რომ როზმარინი დადებითად მოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე. ნორტუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევით დადასტურდა, რომ როზმარინის ზეთს საოცრად დადებითი გავლენა აქვს ადამიანის თავის ტვინის მუშაობაზე და მის მეხსიერებაზე.

ექსპერიმენტში მონაწილეობა 66 ადამიანმა მიიღო. საცდელი ობიექტების ერთი ნახევარი მკვლევარებმა განათავსეს ისეთ ოთახში, სადაც როზმარინის არომატი იგრძნობოდა, ხოლო მეორე ნახევარი – სრულიად ჩვეულებრივ დაწესებულებაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფსიქოლოგემა კვლევის თითოეულ ობიექტს ადამიანის მეხსიერების შესწავლისთვის გათვლილი სპეციალური ტესტების გავლა მოთხოვეს. იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში როზმარინის აროამტით გაჟღენთილ ოთახებში იყვნენ მოთავსებული, 60-75%-ით უკეთ გაართვეს თავი წარმოდგენილ დავალებებს, ვიდრე კვლევის იმ ობიექტებმა, რომლებიც ჩვეულებრივ დაწესებულებებში იყვნენ მოთავსებულები.

მეცნიერებმა ეს ფაქტი შემდეგნაირად ახსნეს: როზმარინი მდიდარია შენაერთით, რომელიც ცნობილია 1,8-ცინეოლის სახელწოდებით. სწორედ ეს ნივთიერება მოქმედებს დადებითად ტვინში მიმდინარე იმ ქიმიურ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. კვლევების დასრულების შემდეგ იმ ადამიანების სისხლში, რომლებმაც ტესტებს უკეთ გაართვეს თავი, ცინეოლის მაღალი კონცენტრაცია შეინიშნებოდა.

გასაოცარია, არა? სტატიაში აღწერილ კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ როზმარინის ზეთის არომატს საოცრად სასარგებლო გავლენა აქვს ადამიანის თავის ტვინის ფუნქციონირებაზე და მეხსიერებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!