თუ სახლში საბჭოთა კავშირის დროინდელი ძველი ტაფები შემოგრჩათ, ჩვენი დღევანდელი საშუალება მათ პირვანდელ ბზინვარებას დაუბრუნებს. ცხიმის მიმწვარი ლაქებისგან კვალიც კი არ დარჩება, თუ მას გამოიყენებთ.
გარდა იმისა, რომ მოცემული საშუალება საყოფაცხოვრებო ქიმიაზე არანაკლებ ეფექტური და გაცილებით ბიუჯეტურია, ის არ აზიანებს ხელების კანს.
როგორ დავუბრუნოთ ძველ ტაფებსა და ქვაბებს პირვანდელი ბზინვარება?
დაგჭირდებათ:
- 3 %-იანი წყალბადის ზეჟანგი – 3-4 ს.კ .
- საჭმელი სოდა – ½ ჩ.ჭ.
- ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი საშუალება – 1 ჩ.კ.
ინსტრუქცია:
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში. უნდა მიიღოთ ბლანტი მასა.
- წაუსვით ის დაბინძურებულ ზედაპირზე და გააჩერეთ 15 წუთით.
- გახეხეთ ტაფა მეტალის ღრუბლით, მცირეოდენი ჭურჭლის ჟელეს გამოყენებით.
- გაავლეთ ტაფა თბილ წყალში.
ეს საშუალება მართლაც რომ ძალიან ეფექტურია, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით.