კომპიუტერის წინ ხანგრძლივი დროით ჯდომა, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, წარსულში მიღებული ტრავმები – ეს იმ ფაქტორების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლეთაც მალთაშუა თიაქრის გაჩენამდე მივყავართ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მოცემული უსიამოვნო, საკმაოდ რთული და სერიოზული დაავადებისგან პლანეტის მოსახლეობის მესამედი იტანჯება.
იმისათვის, რომ გავერკვეთ, თუ როგორ ვუმკურნალოთ მალთაშუა თიაქარს, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვიციდოეთ, რას წარმოადგენს ეს დაავადება.
მალთაშუა დისკების თიაქარი
როგორც ყველამ კარგად იცით, ხერხემლის მალებს შორის განთავსებულია მალთაშუა დისკები, რომლებიც ამორტიზატორების როლს ასრულებს. ისინი შედგება ნივთიერებისგან, რომელიც კონსისტენციით ბლანტ გელს მოგვაგონებს. ეს ნივთიერება პულპური ბირთვის სახელწოდებითაა ცნობილი.
ზედმეტად დიდი დატვირთვისას ან ტრავმის მიღების დროს, როდესაც მალთაშუა დისკი ზიანდება, მისი შიგთავსი იღვრება ხერხემლის არხში. ამის პარალელურად ისრისება ნერვული დაბოლოებები, რაც იწვევს ტკივილის კიდურებში და ზურგის არეში. პულპოზური ბირთვის გადმოდინება ხერხემლის ტვინის არხში – მდგომარეობა, რომელსაც მალთაშუა თიაქრის სახელწოდებით ვიცნობთ.
მოცემულ პრობლემას ყველაზე ხშირად ხერხემლის კისრისა და წელის განყოფილებებში ვაწყდებით. კიდურების ხშირი დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება – მალთაშუა დისკების თიაქრის ყველაზე გამოკვეთილი სიმპტომები.
თუ პაციენტი უკვე დიდი ხანია მალთაშუა დისკის თიაქრისგან იტანჯება, ერთადერთი გამოსავალი პრობლემის დასამარცხებლად ქირურგიული ჩარევაა. თუ თქვენ გონივრულად მოიქცევით და პირველივე სიმპტომების შენიშვნისას დროულად იმოქმედებთ, მარტივად შეძლებთ თიაქრის მკურნალობას ოპერაციის გარეშე და საშინელი შედეგების თავიდან არიდებას.
იმ შემთხვევაში, თუ თიაქარი უკვე ბოლომდე ფორმირებულია და თქვენ მწვავე ტკივილი გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რათა შეძლოთ სერიოზული გართულებების თავიდან არიდება.
მალთაშუა დისკის თიაქრის სამკურნალო კომპრესი
თქვენ დაგჭირდებათ:
- 100 გრამი წითელი თიხის ფხვნილი;
- 200 მლ ვაშლის ძმარი;
- კომბოსტოს 2 ან 3 ფურცელი.
გამოყენება:
- შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდნეობით წითელი თიხა და ვაშლის ძმარი. თქვენ უნდა მიიღოთ ბლანტი არაჟნის კონსისტენცია.
- წყლის აბაზანაზე შეათბეთ ეს ნარევი, რათა თიხა გახდეს წელვადი.
- შემთბარ მასას მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად.
- წაისვით ის მტკივან ადგილზე და ზემოდან დაიფინეთ კომბოსტოს ფურცლები.
- შემოიხვიეთ პირსახოცი და დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მინიმუმ 1 საათით.
წითელი თიხა შეიცავს დიდი რაოდენობით სპილენძს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას ქსოვილებისთვის. კომბოსტო და ძმარი შეამცირებს ანთებას, შეშუპებასა და ტკივილს.
ჩაიატარეთ ეს პროცედურა რეგულარულად, საჭიროებისამებრ და ხანმოკლე დროში თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. გარდა მოცემული კომპრესის რეგულარული გამოყენებისა, სპეციალური ფიზიკური ვარჯიშები (გაწელვები და იოგა) საგრძნობლად დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და დაუბრუნებს ელასტიურობას ხერხემალს. ცურვა – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გზა ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
ვიმედოვნებ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ გასაოცარი მეთოდის არსებობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!