გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერი პაშტეტი ლობიოსგან. მოსამზადებლად უმარტივესია

268

თუ გიყვართ ლობიო, შემოთავაზებული რეცეპტი უთუოდ დაგაინტერესებთ. გემრიელი, სასარგებლო და ნოყიერი კერძი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით.

ლობიოს პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლობიო 400 გრ
  • ნიორი 3-4 კბილი
  • ნიგოზი 200 გრ
  • მარილი, დაფქული ქინძი, შავი პილპილი, პაპრიკა გემოვნებით
  • დარბილებული კარაქი 150 გრ

მომზადების წესი:

  1. ლობიოს დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. გამოუცვალეთ წყალი და ერთხელ წამოადუღეთ. პირველი ნახარში გადააქციეთ, დაასხით წყალი და მოხარშეთ.
  2. შეინახეთ ლობიოს ნახარში 1 ჭიქა, დანარჩენი გადააქციეთ.
  3. გაგრილებულ ლობიოს დაამატეთ ნიორი, მარილი, ნიგოზი, ქინძი, პაპრიკა, შავი პილპილი, დაასხით ცოტა ნახარში და დააბლენდერეთ. თუ მასა მშრალი გამოგივიდათ, თანდათან დაამატეთ ნახარში.
  4. მაგიდაზე გაშალეთ საკვების ცელოფანი და მომზადებული მასა გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ოთხკუთხედ ფენად. შემდეგ გადაუსვით დარბილებული კარაქი და ცელოფნის დახმარებით რულეტივით გადაახვიეთ. შემოახვიეთ ცელოფანი და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.

გამოდის ძალიან გემრიელი. შეგიძლიათ დაამატოთ ლობიოს საკმაზი, სპეციალური სანელებელი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში. თუ ამ სანელებელს გამოიყენებთ, ხმელი ქინძის რაოდენობა შეამცირეთ.

მოამზადეთ და ისიამოვნეთ!