ერთი უბრალო ზეთი ამარცხებს ფსორიაზს, სოკოს, გაციებას, აკნეს და არა მხოლოდ

127308

ჩაის ხის ზეთი სამკურნალო თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. სასარგებლო თვისებებით მდიდარი ეს ეთერზეთი მიიღება ჩაის ხის (Melaleuca alternifolia) ფოთლებისგან და მას აქვს გამჭვირვალე ან ღია ყვითელი შეფერილობა.

მოცემული ზეთი ცნობილია თავისი გამწმენდი თვისებებით. ავსტრალიელი აბორიგენები აგროვებდნენ ამ ფოთლებს და სუნთქავდნენ მის ორთქლს სასუნთქი გზების გასაწმენდად და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად.

გარდა ამ თვისებებისა, ჩაის ხის ეთერზეთი ფლობს კიდევ არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ზეთი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი მისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.

ჩაის ხის ზეთის სასარგებლო თვისებები:

  • არის ძლიერი ანალგეტიკი
  • ანადგურებს მავნე ბაქტერიებს
  • ებრძვის სოკოს
  • ახშობს ანთებას
  • ანადგურებს ინფექციებს
  • გამოირჩევა ინსექტიციდური თვისებებით
  • არის ძლიერი ანტისეპტიკი
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
  • სტიმულირებს იმუნურ სისტემას
  • აღადგენს სხეულის დაზიანებულ ქსოვილებს

როგორ გამოვიყენოთ ჩას ხის ეთერზეთი? 

  1. შხაპის მიღების შემდეგ დაიმუშავეთ ფრჩხილები მცირეოდენი ჩაის ხის ზეთით, რათა გაიჯანსაღოთ ისინი და დაამარცხოთ სოკოვანი ინფექცია.
  2. ჩაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეთი თქვენს სახის გამწნედ საშუალებაში, რათა გაითანაბროთ კანის ტონი და აღიდგინოთ დაზიანებული უჯრედები.
  3. დაიმუშავეთ მწერების ნაკბენი 1 წვეთი ჩაის ხის ზეთით, რათა დაამარცხოთ შეშუპება და კანის გაღიზიანება.
  4. შეურიეთ ერთმანეთში 30 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, 10 წვეთი მიხაკის ზეთი და 230 გრამი ალოე ვერას გელი, რათა მიიღოთ ძლიერი მადეზინფიცირებელი საშუალება ხელებისთვის.
  5. ბაქტერიები ბოლომდე რომ გაანადგუროთ, დააწვეთეთ თქვენს კბილის ჯაგრისს მცირეოდენი ჩაის ხის ზეთი.

თუ საჭმლის მონელების გაუმჯობესება და მთელი ორგანიზმის გაჯანსაღება გსურთ, შეგიძლიათ მიიღოთ ჩაის ხის ეთერზეთი შინაგანად.

გახსენით 1 წვეთი ზეთი 120 მლ წყალში და მიირთვით ის ყოველ დილას, უზმოზე.

გარდა ამისა, მოცემული ზეთის დამატება შეგიძლიათ თბილ ჩაიში, ციტრუსების სასმელებში და კოქტეილებში. ასე თქვენ გაიძლიერებთ იმუნიტეტს და საიმედოდ დაიცავთ თავს სხვადასხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებებისგან.

გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი უბრალო პროდუქტი, არა? თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის ჩაის ხის ზეთს და პირობას გაძლევთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც. ისინი მადლიერები დარჩებიან.