1 ჭიქა დაძინების წინ და მსხვილი ნაწლავი საათივით გამართულად მუშაობს. მოიშორებთ დაახლოებით 7 კილოგრამს

0
31929

1908 წელს ცნობილმა ბიოლოგმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, ილია მეჩნიკოვმა თავის სტატიაში “რამდენიმე სიტყვა მჟავე რძის შესახებ” წარმოგვიდგინა უტყუარი მტკივებულებები იმისა, რომ რძემავა პროდუქტები გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს და გვინარჩუნებს კარგ ჯანმრთელობას ღრმა სიბერემდე.

რა თქმა უნდა, კეფირი პანაცეა ნამდვილად არ არის, თუმცა ის ერთ-ერთი შეუცვლელი პროდუქტია მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის გამართულად მუშაობა.

კეფირის სასარგებლო თვისებები

Lactobacillus kefiri – ეს უნიკალური პრობიოტიკი, რომელსაც კეფრი შეიცავს, თავიდან გვარიდებს ისეთი მავნე ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას, როგორიც ნაწლავის ჩხირები, სალმონელა და ჰელიკობაქტერ პილორია.

კეფირი (ისევე როგორც ფერმენტირებული რძის სხვა პროდუქტები) შეიცავს გაცილებით ნაკლებ ლაქტოზას, ვიდრე მთელი მარცვლეულის რძე: დუღილისა და შედედების პროცესში ბაქტერიები ლაქტოზას რძემჟავად გარდაქმნიან, რის გამოც მოცემული პროდუქტი შეგიძლიათ თამამად მიირთვათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ. ისეთი უსიამოვნო სიმპტომებისგან, როგორიც შებერილობა, მეტეორიზმი და კოლიკია, საიმედოდ იქნებით დაცული.

საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობა – ეს ერთადერთი დადეფითი ეფექტი ნამდვილად არ არის, რომელსაც კეფირის რეგულარულად მირთმევის შედეგად მიიღებთ. მოცემული სასმელი მდიდარია კალციუმით, K2 ვიტამინით, მაგნიუმით, ფოსფორითა და D ვიტამინით. როგორც მოგეხსენებათ, თითოეული ეს ნივთიერება აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისთვის. თუ ამ სასმელს რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაჯანსაღებასაც.

კეფირი – ნატურალური ფერმენტირებული, ცილის მაღალი შემცველობით გამორჩეული დაბალკალორიული სასმელი, რომელსაც მარტივად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი მირთმევა საღამოს საათებში. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს პროდუქტი ჩვენი საუკეთესო დამხმარეა, როდესაც საუბარი წონის გაკონტროლებაზე მიდის.

რატომ უნდა მივირთვათ კეფირი ღამის საათებში

1 ჩაის ჭიქა კეფირი, მიუხედავად მისი ცხიმიანობისა, შეიცავს საშუალოდ 100-120 კალორიას, 3-6 გრამ ცხიმებს, 5 – 6,5 გრამ ცილას, 8-10 გრამ ნახშირწყლებს. ის მარტივად გვანაყრებს და გვინარჩუნებს სინაყრის შეგრძნებას ხანგრძლივი დროით. თუ წონის დაკლება გსურთ, ნუ მიანიჭებთ უპირატესობას კეფირს 0-1%-იანი ცხიმიანობით – ასეთი პროდუქტი გადის დამუშავების იმდენ ეტაპს, რომ მასზე უფრო სასარგებლო უბრალო სასმელი წყალია.

თუ კეფირს საღამოს საათებში მიირთმევთ: 

  • შეძლებთ შიმშილის შეგრძნების დამარცხებას;
  • დაიჩაქრებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს;
  • გაუმარტივებთ ორგანიზმს კალციუმის ათვისების პროცესს;
  • აღარ შეგაწუხებთ მეტეორიზმი;
  • შეძლებთ კარგად და ხარისხიანად გამოძინებას (სინაყრის შეგრძნების ხარჯზე);
  • გაიძლიერებთ იმუნიტეტს (სწორედ მსხვილ ნაწლავში გამომუშავდება იმუნომასტიმულირებელი უჯრედების 70%).

როგორ მივირთვათ კეფირი, რათა დავიკლოთ წონა და გავიჯანსაღოთ ორგანიზმი

კეფირისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, ნუ გამოიღებთ სასმელს მაცივრიდან უშუალოდ მის მირთმევამდე. მიიღეთ ოთახის ტემპერატურის კეფირი ნელა და პატარა ყლუპებით.

ცხიმის წვის პროცესის დასაჩქარებლად ჩაამატეთ სასმელში მწიკვი დარიჩინი, მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი და 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. თუ ყაბზობის დამარცხება გსურთ, ერთ ჭიქა სასმელში 1 ჩაის კოვზი სელის თესლი ჩაამატეთ. თუ გსურთ, ხანგრძლივი დროით შეიანრჩუნოთ სინაყრის განცდა, რამდენიმე კოვზ შვრიის ფანტელებს დაასხით 1 ჭიქა კეფირი, დააყოვნეთ 10 წუთით და შემდეგ მიირთვით.

კეფირი უკუჩვენებითია იმ შემთხვევაში, თუ კუჭის წყლულები, გასტრიტი და ხშირი გულძმარვა გაწუხებთ. ასეთ შემთხვევაში ამ რძემჟავა სასმელის რეგულარულად მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლო გავლენა აქვს კეფირს ჩვენს ორგანიზმზე, როდესაც მას საღამოს საათებში, დაძინებამდე დაახ. 1 საათით ადრე მივირთმევთ. იზრუნეთ თქვენს ახლობლებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here