ბრიტანელი კარდიოლოგის რევოლუციური თეორია. ის გულის დაავადებებისა და ჭარბწონიანობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს ასახელებს

0
1078

როგორც წესი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემის განვითარებაში ჭარბი რაოდენობით ცხიმის შემცველ პროდუქტებს ვადანაშაულებთ. უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ ცხიმებით გაჯერებული კვების რაციონი განაპირობებს არტერიების დაბინძურებას და დაცობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას, წონის მატებას, გაცხიმოვნებას და ა.შ.

ბრიტანელი კარდიოლოგი, ასიმ მალჰოტრა საპირისპიროს ამტკიცებს. ის არ გახლავთ ერთადერთი პროფესიონალი, რომელიც ამ საკითხს სხვა კუთხიდან უყურებს. მისი სიყვებით, ცხიმიანი პროდუქტები არა მავნებელი, არამედ პირიქით – სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ცხიმის შემცველი პროდუქტები არ არის დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან.

ექიმის თქმით, ცხიმების შემცველი დიეტა იცავს ჩვენს გულს და თავიდან გვარიდებს მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებას. ის ყოველთვის ურჩევს საკუთარ პაციენტებს, გაამდიდრონ კვების რაციონი ცხიმის შემცველი პროდუქებით და მაქსიმალურად მოერიდონ ცხიმგაცლილ, გაუცხიმოებულ პროდუქტებს.

კარდიოლოგის მტკიცებით, სწორედ ცხიმგაცლილი პროდუქები ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.

– ”ერთ დროს მე თავად ვიქეცი ამ მოსაზრების მსხვერპლად. საერთოდ უარი ვთქვი ცხიმის შემცველ პროდუქტებზე, თუმცა ამ ფაქტმა ჩემს მუცლის ქონზე გავლენა ვერ იქონია. სწორედ ამ დროს დავიწყე ადამიანის ორგანიზმზე ცხიმების გავლენის შესწავლა”.

კარდიოლოგმა აქვე განაცხადა, რომ ადამიანის ორგანიზმის პირველი და ყველაზე დიდი მტერი შაქარია. ხანგრძლივი კვლევის შედეგად, რომლის ფარგლებშიც ის ადამიანის ორგანიზმზე ცხიმებისა და შაქრის გავლენას სწავლობდა, კარდიოლოგი მივიდა დასკვნამდე, რომ გაცხიმოვნების, ჭარბი წონისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევ მიზეზს არა ცხიმით, არამედ შაქრით გაჯერებული პროდუქტები წარმოადგენს.

ის თვლის, რომ აუცილებელია შაქრის შემცველი პროდუქტების მარკირება თამბაქოსა და ალკოჰოლის მსგავსად. უამრავი პროფესიონალი ექიმი მხარს უჭერს ბრიტანელი კარდიოლოგის მოსაზრებას და ისინი ადასტურებენ ფაქტს, რომ ადამიანის ორგანიზმის უდიდესი მტერი შაქარია.

შვედი სპეციალისტი და დიეტოლოგი, ანდრეას ენფელდტი (Andreas Enfeldt), რომელმაც შეიმუშავა დიეტა ცხიმების მაღალი შემცველობით, ამბობს, რომ სხვა ექსპერტები მის დიეტას ”შენელებული მოქმედების ბომბად” მოიხსენიებენ. მიუხედავად ამისა, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჭარბწონიანობის პრობლემით შეპყრობილი ადამიანიანების რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღითიდღე იზრდება, ხოლო შვედეთში პირიქით – მცირდება.

ცხიმების შემცველი ჯანსაღი დიეტა ხელს უწყობს პაციენტს არა მხოლოდ წონის დაკლებაში, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებაში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების თავიდან არიდებაში.

2014 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ გონივრული რაოდენობით გაჯერებული ცხიმების მიღება მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here