თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ ფარინგიტს, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად დიდ ტკივილებთან და დისკომფორტთან არის დაკავშირებული ეს პრობლემა.
მწვავე ფარინგიტი – ეს ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც იწვევს ყელის ანთებას. თუ პრობლემის გადასაჭრელად დროულად არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, მან გაცილებით მწვავე ფორმები შეიძლება შეიძინოს და გადაიზარდოს რევმატიზმში ან თირკმელების ანთებაში.
ყელის სტრეპტოკოკის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს ბაქტერია, რომელსაც “Streptococcus pyogenes”-ის სახელწოდებით ვიცნობთ. როგორც წესი, პრობლემის სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკები, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამხასიათებელი ანტიბიოტიკური მკურნალობისთვის. თუ საქმე მწვავე ფარინგიტთან გაქვთ, გირჩევთ, სამკურნალოდ ნატურალური საშუალებები გამოიყენოთ, რომლებიც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას ბუნებრივი გზით.
ნატურალური საშუალებები მწვავე ფარინგიტის სამკურნალოდ
- D ვიტამინი – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ D ვიტამინი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ინფექციური დაავადებების საერთაშორისო ჟურნალში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, არსებობს პირდაპირი კავშირი ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტსა და ისეთი რესპირატორული დაავადებების გავრცელებას შორის, რომელთაც სტრეპტოკოკური ბაქტერიები იწვევს.
- ბალახეულის ჩაი – ბალახეულის ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მწვავე ფარინგიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად. მაგალითად, გვირილის ჩაი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს ტკივილისა და ანთებას, ხოლო ბაბუაწვერა – კურნავს ინფექციებს და აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას.
- ვაშლის ძმარი – მოცემული პროდუქტი შეიცავს ძმარმჟავას, რომელიც ძალიან ძლიერი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა.
- ჰიმალაის მარილი – თუ პირის ღრუში რეგულარულად გამოივლებთ ჰიმალაის მარილის ხსნარს, შეძლებთ შეშუპების შემცირებას, რომელსაც ფარინგიტი იწვევს.
- პიტნის ზეთი – ეს პროდუქტი შეცავს მენთოლს – ნივთიერება, რომელიც იწვევს სიცივის, გაყინვის შეგრძნებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ჩვენს ყელზე. ჩაამატეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი და გამოივლეთ ის პირის ღრუში, რათა საგრძნობლად შეიმსუბუქოთ უსიამოვნო სიმპტომები.
- ნატურალური თაფლი – ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია თაფლი. მას შეუძლია დამცავი ბარიერის შექმნა, რომელიც თავიდან აგვარიდებს ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების გამრავლებას, თანაც საგრძნობლად შეამსუბუქებს ტკივილს.
- ძვლების ბულიონი – ძვლების ბულიონი მდიდარია ისეთი სასარგებლო მინერალებით, როგორიცაა: ფოსფორი, მაგნიუმი და კალციუმი. გარდა ამისა, ის სათანადოდ ატენიანებს მთელ სხეულს და აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.
- ლიმონის ზეთი – ანტიბაქტერიული თვისებების ხარჯზე, ლიმონი წმენდს მთელ ორგანიზმს ტოქსიკური ნარჩენებისგან და ანადგურებს მავნე ბაქტერიებს.
- ანწლი – ეს მცენარე გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით. თუ მის ნახარშს პირის ღრუში გამოივლებთ, შეძლებთ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურებას და უსიამოვნო შეგრძნებების შემსუბუქებას.
- ზეთის გამოვლება პირის ღრუში – ქოქოსის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პირის ღრუს დეზინფიცირებისთვის და სტერილური გარემოს შესაქმნელად. თუ მწვავე ფარინგიტი გაწუხებთ, რეგულარულად გამოივლეთ 1 ს.კ. ზეთი პირის ღრუში (არ გადაყლაპოთ).