ვარდი – ულამაზესი მცენარე, რომელიც ნებისმიერ სიტუაციასა და დღესასწაულს ამშვენებს. მამაკაცები საკმაოდ ხშირად ხარჯავენ სოლიდურ თანხას თავიანთი რჩეულების გულის გასახარებლად და მოსაგებად. ეს ულამაზესი ყვავილი მართლაც რომ იდეალური საჩუქარია ნებისმიერი ქალბატონისთვის, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ვარდი მუდმივად ვერ ცოცხლოსბს… ამ მარტივი და გენიალური ხრიკის წყალობით, თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ ფინანსებს, არამედ მოიგებთ საყვარელი ადამიანის გულს ვარდით, რომელიც მარად ყვავილობს.
ვარდის აღმოცენება სახლის პირობებში
თქვენ დაგჭირდებათ:
- ვარდი
- კარტოფილი
- ბურღი
- ქოთანი
- მიწა
- პლასტმასის ბოთლი
ინსტრუქცია:
1. შეიძინეთ ვარდი, რომლის გაზრდაც გსურთ. მოაშორეთ მას ყველა ფოთოლი, მოაჭერით კვირტი და ფეხის ნაწილი (დაახ. 3 სმ). ვარდის ღეროს გაუკეთეთ ჭრილი 45 გრადუსიანი კუთხით.
2. აიღეთ ერთი საშუალო ზომის კარტოფილი და ბურღის ან თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ხელსაწყოს გამოყენებით გაუკეთეთ მას იმ ზომის ხვრელი, რომ მასში ვარდის ღერო, უფრო კონკრეტულად კი მისი ფეხის ნაწილი მოათავსოთ. ხვრელი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ღერომ მდგრადობა არ დაკარგოს.
3. აიღეთ ქოთანი და ჩაყარეთ მასში მიწა. მიწის პირველი 5 სანტიმეტრიანი ფენა სავსებით საკმარისი იქნება. მოათავსეთ ზედ ვარდის ღეროიანი კარტოფილი და შემდეგ შეავსეთ ქოთანი მიწით.
4. პლასტმასის ბოთლს მოაჭერით ქვედა ნაწილი და ჩამოაფარეთ ის ზემოდან ვარდის ღეროს. ასე თქვენ სათბურის ეფექტს მიიღებთ. მორწყვის დროს უშუალოდ ვარდის ფეხი რომ არ დაასველოთ, წყალი მცენარეს პლასტმასის ბოთლის გარშემო მოუსხით.
5. ახლა კი დააკვირდით და დატკბით, როგორ იზრდება თქვენი ულამაზესი მცენარე ქოთანში. პირველი წამონაზარდები ძალიან მალევე გამოჩნდება, ხანმოკლე დროში კი ულამაზესი ვარდი დაამშვენებს თქვენს სახლს.
ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ აღმოაცენოთ ულამაზესი, მარად მოყვავილე ვარდი სახლში. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან!