ყოველი ზამთრისათვის ამ გემრიელობას ათიოდე ქილის ოდენობით ვიმარაგებ, მაგრამ საკმარისი მაინც არასდროსაა. პომიდორი ზამთრისათვის კორეულად

42823

შემოგთავაზებთ პიკანტური გემოს ძალიან გემრიელი, არომატული და წვნიანი სალათის რეცეპტს.

კორეული პამიდვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხახვი 1 თავი
  • ზეთი 50 მლ
  • პამიდორი ,,სლივკა“ 1 კგ
  • წითელი ბულგარული წიწაკა (დიდი) 1 ცალი
  • ცხარე წიწაკა ნახევარი
  • 1 ცალი დიდი სტაფილო
  • ქინძი და ოხრახუში თითო-თითო პატარა კონა
  • ნიორი 6-7 კბილი
  • შაქარი 2 ს. კ.
  • მარილი 1 ს. კ.
  • შავი პილპილი (დაფქული) ნახევარი ჩ. კ.
  • ხმელი სუნელი 1 ჩ. კ.
  • 9%-იანი ძმარი 30 მლ

მომზადების წესი:

1. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და მოთუშეთ ზეთში.

2. პამიდორი გაჭერით შუაზე.

3. თესლისგან გაასუფთავეთ და თქვენთვის სასურველ ნაჭრებად დაჭერით ცხარე და ტკბილი წიწაკები.

4. სტაფილო გახეხეთ სპეციალურ სახეხზე ან დაჭერით წვრილ გრძივ ნაჭრებად.

5. ოხრახუში და ქინძი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით.

6. ნიორი დაჭყლიტეთ.

7. დამუშავებული ბოსტნეული მოათავსეთ თასში, დაამატეთ მოთუშული ხახვი, სანელებლები, მარილი, შაქარი, ძმარი და ნაზად აურიეთ.

8. 2 საათი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. ბოსტნეულმა უნდა გამოყოს წვენი. შიგადაშიგ ნაზად აურიეთ ხოლმე.

9. ბოსტნეული თანაბრად გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში და გაავსეთ გამოყოფილი წვენით. ქილებს დაახურეთ ხუფები და გაასტერილეთ. ადუღეთ 15 წუთი და მოხუფეთ. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ გაგრილებამდე.

მოამზადეთ რამდენიმე ულუფა, თორემ ზამთარში გული დაგწყდებათ.

გემრიელად მიირთვით!