ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის, ის გვიგზავნის საგანგაშო სიგნალებს, რათა დროულად შევძლოთ პრობლემის დიაგნოსტიკა, მისი გადაჭრა და სერიოზული გართულებების თავიდან არიდება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი გვექნება ინსულტზე. ინსულტი – თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა. ინსულტს კიბოსა და გულსისხლძარღვთა დაავადების შემდეგ მესამე ადგილი უჭირავს სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის. თუ თქვენ გამოიჩენთ საკმარის სიფრთხილესა და ყურადღებას, შეისწავლით ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთა დახმარებით ორგანიზმი სერიოზულ დარღვევებზე მიგვითითებს, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ისეთი საშინელი მოვლენაც კი, როგორიც ინსულტია.
განასხვავებენ ინსულტის ორ ტიპს: იშემიური და ემორაგიული.
იშემიურ ინსულტს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც სისხლძარღვები, რომლებიც ჩვენს ტვინს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, იბლოკება შედედებული სისხლით. ამ დროს ჩვენი ტვინი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით მისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, რასაც მივყავართ ტვინის უჯრედების დაზიანებამდე და მათ დაღუპვამდე.
ინსულტის გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
- სხეულის ჭარბი წონა;
- თავის ტივნის სისხლძარღვების თრომბოზი;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
- ემბოლია;
- არტერიების სუსტი კედლები;
- ანევრიზმა;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ტრავმა.
ინსულტის ადრეული ნიშნები, რომელთა იგნორირება არავითარ შემთხვევაში შეიძლება:
- სახის კუნთების, კიდურების გათიშვა, განსაკუთრებით ცალი მხრის კიდურების;
- მეტყველების გართულება;
- მხედველობის დაქვეითება ერთ ან ორივე თვალში;
- თავბრუს ხვევა;
- მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
- ძლიერი თავის ტკივილი;
- გახშირებული გულისცემა;
- მაღალი არტერიული წნევა;
- სახის სიწითლე;
- გართულებული სუნთქვა;
- ჰალუცინაციები;
- ეპილეფსიური შემოტევები.
თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე აღგენიშნებათ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის. აუცილებლად დაიმახსოვრეთ და არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ეს ნიშნები, რათა თავიდან შეძლოთ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მომაკვდინებელი დაავადების თავიდან არიდება.
იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია!