ბირმინგემის უნივერსიტეტის სამედიცინო-სამეცნიერო განყოფილების ლაბორანტებმა გადაწყვიტეს კვერცხის მომზადების დროს მიმდინარე ქიმიური რეაქციების შესწავლა. სპეციალისტები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ კვერცის მომზადების შემდეგ მიღებული ნახარშის გადაღვრა არ ღირს.
კვერცხის ნახარშის თვისებები
კვერცხის ნაჭუჭის 90% კალციუმის კარბონატისგან შედგება. გარდა ამისა, ეს უნივერსალური პროდუქტი შეიცავს 27 ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს, რომელთა შორისაა: ფოსფორი, ფტორი, სპილენძი, თუთია, სილიკონი და ა.შ. კვერცხის მოხარშვისას მისი წყალი ჯერდება კალციუმის იონებითა და სხვა სასარგებლო მიკროელემენტებით.
კალციუმის იონები ზომაში იმდენად პატარაა, მათ თავისუფლად შეუძლია ორგანულ უჯრედებში შეღწევა და გამოსვლა. უჯრედებში მოხვედრისას ეს იონები ფუძეს უდებს ისეთ ქიმიურ რეაქციებს, რომელთა დროს მკვებავი ნივთიერებების სინთეზი აქტიურად მიმდინარეობს.
კვერცხის ნახარშის ამ თვისების გამო, ის განსაკუთრებით ღირებული პროდუქტი სწორედ მებაღეებისთვისაა. ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად, ქიმიკოსებმა დაადგინეს, რომ ეს უნივერსალური პროდუქტი ჩვენს მცენარეებს უწყობს ხელს მწვანე მასის ზრდაში და დაახლოებით 10-ჯერ აჩქარებს ამ პროცესს. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ კვერცხის ნახარში ზრდის ჩვენი მცენარეების მდგრადობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
გარდა მცენარეების ზრდის პროცესის სტიმულირებისა, ეს ნახარში არეგულირებს ჩვენი ნიადაგის pH მაჩვენებელს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მცენარის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის – ასე ისინი გაცილებით უკეთ ითვისებენ მკვებავ ნივთიერებებს.
როგორ გამოვიყენოთ კვერცხის ნახარში
კვერცხის მომზადების შემდეგ მისი ნახარში გადაიტანეთ ახალ ჭურჭელში. პერიოდულად გამოიყენეთ ის თქვენი ოთახის მცენარეების მოსარწყავად და ფოთლებზე ზემოდან მისაპკურებლად.
როდესაც მცენარე კალციუმის დეფიციტს განიცდის, ეს არც თუ ისე რთული მისახვედრია. ამ დროს მისი ფოთლები შრება, უჩნდება ბოლოებში ყავისფერი ლაქები და მცენარე წყვეტს ზრდას.
ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია კვერცხის ნახარში. პერიოდულად მორწყეთ მცენარეები მისი გამოყენებით და სასიამოვნო ცვლილებებსაც ძალიან მალე შენიშნავთ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია!