ამ მარტივი ხრიკით ბოსტნეული გაცილებით დიდხანს ინახება, მაცივარი კი იდეალურად სუფთაა, ყოველგვარი სუნის გარეშე

28354

ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახალი, ქორფა და  გემრიელი ბოსტნეულის საყიდლად ხშირ-ხშირად იაროს ბაზარში.

გაგიზიარებთ მარტივ ხრიკს, რომლის საშუალებით ბოსტნეულს ისე შეინახავთ მაცივარში, რომ გაძლებს დიდხანს და ახალივით იქნება. გარდა ამისა, ამ მარტივი მეთოდის წყალობით მაცივარს შეუნარჩუნებთ სისუფთავეს და ხელს შეუწყობთ უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.

გჭირდებათ მხოლოდ საკვები სოდა და ხელსახოცები.

მაცივრის ყუთის ძირზე დადეთ გაუშლელი ხელსახოცი, მოაყარეთ 1 ს. კ. სოდა, ზემოდან დაადეთ მეორე ხელსახოცი, კვლავ მოაყარეთ 2-3 მწიკვი სოდა  და დააწყვეთ ბოსტნეული  (ამოიღეთ პარკიდან). დააკვირდით და ნახავთ, რომ ბოსტნეულის შენახვის ვადა იზრდება. სოდიანი ხელსახოცების გამოცვლა რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.

თუ გსურთ, მწვანილი შეინახოთ დიდხანს, გაარჩიეთ, თუ ნოტიოა, გააშრეთ და გაახვიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ ქაღალდში ან ფურცელში. დააკვირდით და ნახავთ, რომ მწვანილის ვარგისიანობის ვადა გახანგრძლივდება.