უებარი მალამოს დავიწყებული რეცეპტი, რომელიც ვენების ვარიკოზს კურნავს. მეგობრის ბებიას დღემდე ვემადლიერები

43098

საკმაოდ ხშირად მარტივი რეცეპტები, რომლებიც იაფი და ნატურალური კომპონენტებისგან შედგება, გაცილებით უკეთეს შედეგს გვაძლევს, ვიდრე ძვირადღირებული სააფთიაქო პრეპარატები.

რა თქმა უნდა, მსგავსი რეცეპტები არ გვათავისუფლებს ექიმთან ვიზიტის აუცილებლობისგან, როდესაც საქმე ჩვენს ჯანმრთელობას ეხება. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და მისი რეკომენდაციების მიხედვით მოქმედება აუცილებლობას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ჯანმრთელობა შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე დადგეს.

საშუალებას, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, აქტიურად იყენებდნენ ჩვენი ბებიები ვენების ვარიკოზული გაგანიერების წინააღმდეგ საბრძოლველად. მინდა გითხრათ, რომ ეს საშუალება საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი და მას დღემდე ვემადლიერები.

მალამო ვარიკოზის წინააღმდეგ

რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია. ამ ნატურალური ინგრედიენტების კომბინირებით თქვენ მიიღებთ უებარ მალამოს, რომელიც ვენების ვარიკოზული გაგანიერების დამარცხებაში დაგეხმარებათ.

მაშ ასე, მალამოს მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: 

ღორის ქონი;

ალოეს წვენი;

თაფლი;

ვიშნევსკის მალამო;

თხევადი სარეცხი საპონი;

ხახვის წვენი.

ყველა ინგრედიენტს ვიღებთ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ვათავსებთ საშუალო ზომის ქვაბში, ვდგამთ ცეცხლზე და მუდმივი მორევის პირობებში მიგვყავს იმ დონემდე, სანამ მასა დუღილს დაიწყებს. როგორც კი ამ საშუალებას პატარა ბუშტუკები გაუჩნდება, მაშინვე უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან.

მზა საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. როდესაც მალამო გაგრილდება, უკვე შეგიძლიათ მისი გამოყენება.

სხეულის პრობლემური მონაკვეთები კარგად დაიმუშავეთ ამ მალამოთი, იკეთეთ მსუბუქი მასაჟი ხელებით და შემდეგ გადაიხვიეთ თბილი ქსოვილი. ზემოდან დაიფიქსირეთ დოლბანდით, თუმცა არ გადაიჭიროთ ზედმეტად მჭიდროდ.

ეს საშუალება შეგიძლიათ დაიტოვოთ სამოქმედოდ მთელი ღამის განმავლობაში. პირადად მე ყოველდღე ასე ვიქცეოდი და მალამოს ამოწურვისას ჩემი ფეხები უკვე საოცრად გლუვი, ნაზი და ლამაზი იყო.

ჩვენი ბებიების ეს საშუალება მართლაც ძალიან ეფექტურია ვენების ვარიკოზის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!