მიირთვით არომატული და წვნიანი ფორთოხალი და ქერქისგან მოამზადეთ საოცარად გემრიელი ცუკატები. ცუკატები შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან ერთად ან გამოიყენოთ კექსების, მაფნებისა და სხვა დესერტების მოსამზადებლად.
დაგჭირდებათ:
- 4-5 ცალი ფორთოხლის ქერქი
- შაქარი 2,5 ჩ. ჭ.
- წყალი 2 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- ფორთოხალი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით, ქერქს თხლად ააჭერით თეთრი ფენა და დაჭერით გრძივ ზოლებად.
- იმისათვის, რომ ქერქს სიმწარე გამოაცალოთ, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათი ან დატოვეთ მთელი დღე-ღამე. შიგადაშიგ წყალი გამოუცვალეთ ხოლმე.
- შაქარს დაასხით 2 ჭიქა წყალი, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- ადუღებულ სიროფში ჩაყარეთ ფორთოხლის ქერქი და ადუღეთ 30 წუთი. შეამოწმეთ ქერქი დარბილდა თუ არა და საჭიროების შემთხვევაში გაახანგრძლივეთ ხარშვის დრო.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ცოტა შაქარი და დარიჩინი (თქვენი გემოვნებით) აურეით.
- ქერქი ამოიღეთ სიროფიდან, დაწრიტეთ, ამოავლეთ შაქრისა და დარიჩინის ნარევში და გაანაწილეთ ფორმაზე.
- ცუკატები გამოსაშრობად შედეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.
- ცუკატები კარგად ინახება მინის ქილაში.
შეგიძლიათ ცუკატები ამოავლოთ გამდნარ შოკოლადში და თქვენი ხელით მოამზადოთ გემრიელი კანფეტი.
მიირთვით და ისიამოვნეთ!