თეთრი ბიუსტჰალტერი ისეთივე სუფთა და ქათქათა იქნება, როგორც შეძენის დროს

8570

თითოეული ქალბატონის ტასნაცმლის კარადაში მოიპოვება თეთრი ფერის ბიუსტჰალტერი. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად რთულია თეთრი ნივთისთვის იდეალური სიქათქათის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხშირად რეცხავთ თქვენს თეთრ ნივთებს, დროთა განმავლობაში ისინი კარგავს პირვანდელ სიქათქათეს და უჩნდება ყვითელი ლაქები. ხშირად ასეთ ნივთებს თავიდან ვიშორებთ ან მხოლოდ სახლში ჩასაცმელად ვიყენებთ.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ დაუბრუნოთ ნებისმიერ თეთრ ნივთის იდეალური სისუფთავე და პირვანდელი სიქათქათე სულ რაღაც 15 წუთში! ამ მეთოდით საკმაოდ დიდი ხანია ვსარგებლობ და ყოველთვის ძალიან კმაყოფილი ვარ.

როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი ბზინვარება თეთრ ბიუსტჰალტერს

დაგჭირდებათ: 

  • 2 ს.კ. მარილი
  • 1 ს.კ. საჭმელი სოდა
  • 1 ს.კ. სარეცხი ფხვნილი

ინსტრუქცია: 

  1. აავსეთ ტაშტი თბილი წყლით, ჩაამატეთ მარილი, სოდა, სარეცხი ფხვნილი და კარგად გადაურიეთ.
  2. მიღებულ ხსნარში მოათავსეთ თეთრი ბიუსტჰალტერი და დატოვეთ 15 წუთით. თუ მას ბევრი რთული ლაქა აქვს, დატოვეთ 30 წუთით.
  3. როდესაც ხსნარში ჩვენი თეთრი ნივთი კარგად ჩალბება, გარეცხეთ ის ხელით, კარგად გაწურეთ და გააშრეთ აუცილებლად მზეზე.

თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, როდესაც ამ მარტივი მეთოდის შედეგს იხილავთ. თქვენი თეთრეული ისეთივე ქათქათა და ბზინვარე იქნება, როგორც შეძენის დროს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. გაზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ მარტივი და პრაქტიკული ხრიკის შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!